„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.017133
59/ნ
09/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
430150000.22.022.017133
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №59/ნ

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.09.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 430150000.22.022.016863) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  დაფინანსების წესი და პირობები“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  დაფინანსების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში - წესი) აწესრიგებს საგრანტო კონკურსის გამართვის, სასწავლო-კვლევითი გრანტის გა­ცემისა და პროექტების  გან­ხორ­ციელების მონიტორინგის წესს.

2. საგრანტო კონკურსის მიზანია: ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დოქტორანტების თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა,  მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით სა­ქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა.

3. საგრანტო კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგი სამეცნიერო მიმართულე­ბების (6 მიმართულებას) ქვემიმართულებებსა და დამატებით საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებას: 

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;

ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;

ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;

ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:

ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;

ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;

ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;

ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;

ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;

ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;

ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები.

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;

გ.ბ) კლინიკური მედიცინა;

გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

გ.ე) მედიცინის სხვა დარგები.

დ) აგრარული მეცნიერებები:

დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;

დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;

დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები.

ე) სოციალური მეცნიერებები:

ე.ა) ფსიქოლოგია;

ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;

ე.გ) განათლების მეცნიერებანი;

ე.დ) სოციოლოგია;

ე.ე) სამართალი;

ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;

ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

ე.თ) მედია და კომუნიკაცია;

ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები.

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;

ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;

ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;

ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);

ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.

ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები (აქ შედის ყველა სამეცნიერო ქვემიმართულება, რომელიც მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ. მაგ. ქართველოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, სოციოლოგია, ეთნოლოგია, გეოგრაფია, ენა, ლიტერატურა, რელიგია, კულტურის კვლევები და სხვა).   


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
ამ წესის  მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი დოქტორანტი;

ბ) გენერალური დირექტორი –  ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში - ექსპერტი) −  პირი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;

დ) დოქტორანტი -  საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ე) დისერტაციის ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტის სასწავლო-კვლევით პროექტს;

ვ) დისერტაციის თანახელმძღვანელი (შემდგომში - თანახელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო  კონსულტირებას  უწევს  დოქტორანტს კვლევის  პროცესში;

ზ) კონსულტანტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს დოქტორანტს კვლევის პროცესში;

თ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება სასწავლო-კვლევითი გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

ი) პროექტი − დოქტორანტის  მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი  საკონკურსო განაცხადი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

კ) პროექტის ბიუჯეტი - პროექტის განხორციელებისათვის სა­ჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კა­ტეგორიების მიხედვით;

ლ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული კვლევისა და სასწავლო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება;

მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული, ამ წესით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების  მითითებით;

ნ) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;

ო) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ ანგარიშს.

პ) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ჟ) საგრანტო კონკურსი − ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მიზანია დოქტორანტების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით;

რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

ს) სასწავლო-კვლევითი გრანტი − ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული პირობების საფუძველზე დოქტორანტისათვის გადაცემული თანხა;

ტ) სტიპენდია - საგრანტო კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება;

უ) ტრანში - პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრე­ტუ­ლი საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სა­ხსრები;

ფ) ფონდი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

ქ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში.


მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

3. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საგრანტო  კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით;

ბ) საგრანტო კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენ­ტაციის მიღების ვადების დადგენასა და გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შე­­სრუ­ლე­ბის შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკი­ცე­ბას;

გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

 ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 4. სუბიექტები
1. საგრანტო  კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი  გრანტები.

2. საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. დაუშვებელია საგრანტო  კონკურსში  ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.


მუხლი 5. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. სასწავლო-კვლევითი გრანტი პროექტის მიხედვით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 36 თვისა.

2. 36 თვიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 63000 ლარით, 30-თვიანი პროექტისათვის - 52500 ლარით,  24 თვიანი  პროექტისათვის - 42000 ლარით, 18 თვიანი პროექტისთვის - 31500 ლარით, 12-თვიანი პროექტისათვის - 21000 ლარით, ხოლო 6-თვიანი პროექტებისთვის - 10500  ლარით.

3. დასაშვები წლიური ბიუჯეტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21 000 ლარს.

4. დოქტორანტმა, რომელსაც პროექტის წარდგენის მომენტში შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და რომელსაც:

ა) არ აქვს დახურული არცერთი სემესტრი სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 36-თვიანი პროექტისათვის;

ბ) დახურული აქვს ერთი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 30-თვიანი პროექტისათვის;

გ) დახურული აქვს ორი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 24-თვიანი პროექტისათვის;

დ) დახურული აქვს სამი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 18-თვიანი პროექტისათვის;

ე) დახურული აქვს ოთხი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 12-თვიანი პროექტისათვის;

ვ) დახურული აქვს ხუთი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 6-თვიანი პროექტისათვის.

5. აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დოქტორანტმა, რომელიც არის:

ა) პირველი სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 30-თვიანი პროექტისათვის;

ბ) მეორე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 24-თვიანი პროექტისათვის;

გ) მესამე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 18-თვიანი პროექტისათვის;

დ) მეოთხე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 12-თვიანი პროექტისათვის;

ე) მეხუთე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 6-თვიანი პროექტისათვის.


მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) სტიპენდია;

ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯი;

გ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯი (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა);

დ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები;

ე) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.

2. სტიპენდიის სახით დოქტორანტმა წელიწადში შეიძლება მოითხოვოს დასაშვები წლიური ბიუჯეტის ოდენობის არაუმეტეს 50%; 6-თვიანი პროექტის შემთხვევაში არაუმეტეს 5250 ლარი; ყოველთვიური სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 6-თვიანი პროექტებისთვის დაფინანსებული დოქტორანტების კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დოქტორანტურის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა იყოს წელიწადში 12 თვე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენის წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გადარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით.

6. პირველ ტრანშს ფონდი გადარიცხავს ავანსის სახით საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება ფონდის მიერ განხილვის აქტის საფუძველზე.

7. სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა.


მუხლი 7. საგრანტო  კონკურსის ეტაპები
საგრანტო  კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა) საგრანტო  კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების შეფასება  ექსპერტთა მეშვეო­ბით;

დ)  ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერ­ჩეული დასაფინანსებელი   პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. 


მუხლი 8. პროექტების ფონდში წარდგენა 
1. პროექტისა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ ფონდში წარდგენილი პროექტები საკონკურსოდ აღარ განიხილება.

2. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე საგრანტო  კონკურსიდან მოხსნას პროექტი:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) რომელიც არ შეესაბამება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის განაცხადის ფორმას;

გ) რომელსაც არ ერთვის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული  პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში.

დ) შეიცავს ყალბ ინფორმაციას.


მუხლი 9. პროექტების შეფასება ექსპერტთა მეშვეო­ბით
1. ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა მიერ,  პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. საგრანტო  კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგის­ტრი­რებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება უნ­და განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტებმა. ფონდს შეფასე­ბის შედეგი წარედგინება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შე­საბამისად.

3. თითოეულ დოქტორანტს უფლება აქვს დაასახელოს მისი პროექტის შეფასებისთვის არასასურველი 3 ექსპერტის ვინაობა და  ფონდი უზრუნველყოფს დასახელებული ექსპერტების არიდებას.

4. ექსპერტები პროექტებს აფასებენ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

5. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს:

ა) პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს;

ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.

6. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი:

ა)  რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე;

ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია დოქტორანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;

დ) რომელიც არის დოქტორანტის  დისერტაციის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;

ე) რომელიც არის დოქტორანტის ნათესავი.

7. ამ წესის  მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, გენერალურ  დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

9. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

10. ექსპერტი შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარ ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და  ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.

11. ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია.

12. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.


მუხლი 10. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 
1. ექსპერტების მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

 

კრიტერიუმები / ქვეკრიტერიუმები

 

ცუდი

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკე-

თესო

შეფასება

და კომენტარი

1. პროექტის შეფასება (ფასდება განაცხადის სამეცნიერო, აკადემიური კომპონენტი, მენეჯმენტი  და პროექტის განხორციელებადობა)

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0, მაქსიმუმ 25 ქულა

1.1. პროექტის აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება  

 

 

 

 

 

 

 

1.2. აკადემიური მოსწრება (სწავლების სამაგისტრო ან/და სადოქტორო საფეხურზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და აკადემიური მიღწევები:  სამეცნიერო სტატიები, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.3. პროექტის ეტაპებისა და განხორციელების გზების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან, პროექტის ეფექტური განხორცილებისათვის საჭირო რესურსების  (ბიუჯეტი, პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება, მატერიალური  ბაზა, მოთხოვნილი მასალები) შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან

 

 

 

 

 

 

 

1.4. დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კვალიფიკაციის შესაბამისობა  დოქტორანტის კვლევით თემასთან, დოქტორანტების ხელმძღვანელობის გამოცდილება

 

 

 

 

 

 

 

1.5.  პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი და უცხოეთში სტაჟირების შესაბამისობა  დოქტორანტის საკვლევ თემასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

 

 

 

 

   2. დამატებითი კრიტერიუმები

 

არა - 0 ქულა

კი  - 1 ქულა

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 2

ქულა

2.1.  დოქტორანტს ჰყავს უცხოელი თანახელმძღვანელი, ან კონსულტანტი

2.2.  პროექტი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ კვლევას

 

 

 

ქულების ჯამი:

მაქსიმუმ 27

ქულა

მთიანად პროექტის შემაჯამებელი შეფასება:

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 1.1-1.5 ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით, ხოლო მე-2 პუნქტის ქვეკრიტერიუმები მაქსიმუმ 1 ქულით. ყველა კრიტერიუმის ჯამური მაქსიმალური შეფასება არის  27 ქულა.

3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 18, ან მეტი ქულა.

4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველი პუნქტის პირველ, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ქვე-კრიტერიუმებში; შემდეგ კი მეორე პუნქტის პირველ და მეორე ქვეკრიტერიუმში. ყველა ქვეკრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

 

ქულა

შეფასება

განმარტება

0

ცუდი

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

2

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.

5

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.

 


მუხლი 11. პროექტების დამტკიცება და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1. გამარჯვებული პროექტები მტკიცდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვემიმართულებების მიხედვით საგრანტო  კონკურსის ბიუჯეტის გადანაწილებას განსაზღვრავს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

3. პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

4. საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტთან.


მუხლი 12. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად,  გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების ფორმებს.

3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი:

ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ეყრდნობა დოქტორანტის მიერ წარდგენილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალი საბუთის  სახით;

 გ) დოქტორანტის მიერ წარდგენილ  ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

4. პროგრამული მონიტორინგის შემთხვევაში ფონდი ამოწმებს დაფინანსებული პროექტის დაგეგმილი მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულებას სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან წარმოდგენილი შუალედური და საბოლოო ანგარიშის საფუძველზე.

5.  ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლებელია დაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდში;

დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს.


მუხლი 13. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის  სასწავლო-კვლევითი გრანტით  დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:

ა) გაუქმდა შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და დოქტორანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა დოქტორანტურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან აღმოჩნდა  მონაცემების სიყალბე;

გ) დოქტორანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია ამ წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა ან/და დისერტაციის ხელმძღვანელი და ამ მიზნით მოწვეული ექსპერტი დაასკვნის, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში.

3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ   პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები  და  პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოქტორანტის მიერ შესყიდული მატერიალური საშუალებები გადაეცემა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო გაუხარჯავი და ასევე არამიზნობრივად გახარჯული სახსრები ექვემდებარება ფონდისათვის დაბრუნებას.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტმა მის  მიერ შესყიდული  ხელსაწყოები და აპარატურა (კომპიუტერული ტექნიკის გამოკლებით), ასევე გაუხარჯავი ლაბორატორიული და სხვა მასალები უნდა გადასცეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. დოქტორანტი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, სტიპენდიის სრული ოდენობა.