„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016156
20
03/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
010250050.35.174.016156
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი

  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2016 წლის 3 ივნისი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015  წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 13/03/2015, 010250050.35.174.016067) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ)  ტურისტებისთვის მომსახურე ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილები.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილების განსაზღვრის წესები

1. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის  პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას და განთავსებულია შესაბამისი კერძო სამართლის პირების სამსახურებრივი ტერიტორიის მიმდებარედ.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის  პარკირების ადგილებად დასაშვებია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.

3. აკრძალულია კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის   პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.

4. აკრძალულია კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის   პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.

5. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის   პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

6. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის   პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ავტომანქანის პარკირება, რომლებსაც გააჩნიათ ავტოპარკირების უფლების განმახორციელებლის მიერ გაცემული საშვი (აბონიმენტი).“;

) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

მუხლი 182. ტურისტებისათვის მომსახურე ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილების განსაზღვრის წესები

1. ტურისტებისათვის მომსახურე  ავტოტრანსპორტის  პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას და განთავსებულია შესაბამის ტურისტულ ორგანიზაციების, კულტურულ და ისტორიულ ძეგლების, რეკრიაციული ზონების მიმდებარე ტერიტორიებთან.

 2. ტურისტებისათვის მომსახურე ავტოტრანსპორტის  პარკირების ადგილებად დასაშვებია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ - საცნობარო ნიშანი.

  3. აკრძალულია ტურისტებისათვის მომსახურე ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.

  4. აკრძალულია ტურისტებისათვის მომსახურე  ავტოტრანსპორტის   პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.

5. ტურისტებისათვის მომსახურე  ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

6. ტურისტებისათვის მომსახურე  ავტოტრანსპორტის  პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც განკუთვნილია ტურისტებისათვის. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი