„ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016155
19
03/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
190040000.35.174.016155
„ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2016 წლის 3 ივნისი

ქ. გორი

 

„ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში  (https://matsne.gov.ge, ვებგვერდი 11/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.174.016137)  შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

„მუხლი 201. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული  შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა (უსინათლო) დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  (უსინათლო)  ერთჯერადი ფულადი დახმარებით არა უმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა)განცხადება მერის სახელზე;

ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის (სტატუსით „უსინათლო“) დამადასტურებელი დოკუმენტიж .

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი