სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების შესახებ

  • Word
სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "საქცივპროდუქტი"
მიღების თარიღი 06/06/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
06/06/2016
ვებგვერდი, 07/06/2016
სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების შესახებ
ს.ს. "საქცივპროდუქტი"

სს „საქცივპროდუქტის”

განცხადება

სს „საქცივპროდუქტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201952404, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. 27) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მოწვეულია საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრება.

კრება ჩატარდება 2016 წლის 05 ივლისს, 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. 27;

კრების დღის წესრიგი:

ა) სს „საქცივპროდუქტის“ მიერ საწარმოს გაყიდვა.

ბ) სს „საქცივპროდუქტის“ კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

 

კრების სააღრიცხვო დღე: 2016 წლის 5 ივნისი.

 

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან „საქართველოს რეგისტრატორთან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა / ი. მოსაშვილის ქუჩა 11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60).

სს „საქცივპროდუქტის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები აქციონერთა კრებისადმი:

რეკომენდაცია მიეცეს აქციონერთა კრებას, მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) სს „საქცივპროდუქტის“ (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: 2/5-48; 20/08/1996 წ., საიდენტიფიკაციო კოდი: 201952404, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მღვდლის ქ. 27) მიერ საწარმოს გაყიდვის შესახებ და ნება დართოს საზოგადოების დირექტორს, დადოს საწარმოს გაყიდვის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკით დატვირთოს სს „საქცივპროდუქტის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა 27, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 01.13.07.006.005) იმ პირობით, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნება ბანკის მიერ სს „საქცივპროდუქტის“ საწარმოს მყიდველი სუბიექტის საბანკო კრედიტი და საბანკო კრედიტის დანიშნულება იქნება სს „საქცივპროდუქტისათვის“ საწარმოს ნასყიდობის ფასის გადახდა.

 

სს „საქცივპროდუქტის“ დირექტორი                                ს. რუხაძე