„აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016141
8
03/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
270070000.35.102.016141
„აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 3 ივნისი

ქ.თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 28  დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;   05/01/2016; 270070000.35.102.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება

1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) ომში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომში დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი ან/და სხვა დოკუმენტი;

დ) ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი;

ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;

ვ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ზ) პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.”.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 27. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება.

2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, ან სხვა პირი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი,  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა, ან  მოწმეთა მიერ დამოწმებული აქტი, ამ პირის მიერ დაკრძალვის ხარჯების გაწევის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე|”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი