დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016209 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 28.12.2015 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016189) როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში. |
მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით :
|
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 12 943,0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადები 2400.0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები 8 967,4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1575.6 ათ.ლარის ,თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები 10 296.7 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება - 3 477,8ათ.ლარით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 477.8 ათ.ლარით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 380,0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში |
|
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 451,5 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 582,5 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 19.2 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი189,0ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი: ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 98.3 ათ. ლარი: გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის პრიორიტეტები და პროგრამები
|
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 5 666,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0300 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვალის №175 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2369 840 ლარი და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №23 დადგენილება მუხლი 31 თანადაფინასების წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა პროექტების ჯამური ღირებულების ფარგლებში არანაკლებ 5 %-ის ოდენობით 124729 ლარი, სულ აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 2494 574 ლარს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №293 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 360700 ლარის გამოყოფა, კერძოდ, გარდამავალი პროექტის - ტოლების თემში, სოფ. ტოლებისა და სოფ. ბუღნარას დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებისათვის. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №803 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 2288591 ლარი. - სამტრედიის ტერიტორიაზე ეწრის თემში სოფ. კეჭიყნარიდან სოფ. გვიმრალას მიმართულებით ეწრის ცენტრალურ გზამდე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 129414 ლარი . -სამტრედიის ტერიტორიიზე სოფ. ჯიხაიშში ე.წ „ყაზბეგის უბანში“ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 91121 ლარი. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემის სოფ. ჭაგანში, ქუთაისი-ხონი-სამტრდიის ავტომაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე და ღანირის თემში, სოფ. ღანირის საჯარო სკოლიდან (ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან) სოფ. ჭაგანში ღვთისმშობლის სახ. ტაძრის გავლით ე.წ. „ოქონის“ სასაფლაომდე საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 326688 ლარი. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფ. ჩხენიშში და სოფ. ნინუაკუთხეში ე.წ. „ნინუების უბანში“ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 245546 ლარი. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაშში ე.წ. „ქვედა ბაშის“ სასაფლაოდან მგზავრთა მოსაცდელამდე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 142462 ლარი. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მელაურის თემში, სოფ. მიწაბოგირაში (გაგრძელება) საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 129953 ლარი . - სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში, რუსთაველის ქუჩაზე (9 აპრილის ქუჩის ბოლოდან მეგობრობის ქუჩამდე) ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 71554 ლარი . - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სოფ. კორმაღალში საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება (გაგრძელება) - 152326 ლარი. - ქ. სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მე-3 საჯარო სკოლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურამდე; რესპუბლიკის მე-2 და მე-4 ჩიხებში; თაბუკაშვილისა და თავისუფლების ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 338528 ლარი. - ქ. სამტრედიაში, ე.წ. „ნახალოვკაში“ ბაუსკას, ჩოლოყაშვილის, ბახტაძისა და რიონის (გაგრძელება) ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 308142 ლარი. - ქ. სამტრედიაში, მარჯანიშვილის, ნინუას, ოდილავაძის ქუჩებზე და ნიკურაძის ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 100394 ლარი. - ქ. სამტრედიაში, ლეონიძის, კალაძის და ფანჯიკიძის ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება - 212463 ლარი. 2.1 გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და ექსპლოატაცია 3 281,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0301) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია, მოსაცდელების შეძენა-დამონტაჟება, ასევე ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია.ქალაქის ქუჩების ორმული შეკეთება და მუნიციპალიტეტის გზების მოვლა, გზების დახაზვითი სამუშაოები და ვიდეოთვალის დამონტაჟება, მათ შორის რეგიონალური განვითარების ფონდიდან გათვალისწინებულია 5%-იანი თანადაფინანსება 120,4 ათ. ლარის ოდენობით. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1 233,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0302) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1 ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება 655.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030201) სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს კომუნალური მეურნეობის განვითარება 655.5 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მეურნეობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. 2.2.2 დასუფთავება 112.1 (პროგრამული კოდი 030202) მანქანის შეძენა 97,1 ათ.ლარი. დასუფთავების ღონისძიებები - სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში თანხით 15,0 ათ.ლარი. განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.3 ბინათმშენებლობა 93.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030203) ქ. სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და თავისუფლად გადაადგილების პირობების შექმნა. 2.2.4 წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 36,9 (პროგრამული კოდი 030204) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯები, წყლის სისტემების მოწყობა-მომსახურება. 2.2.5 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 335.3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030205 ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ სამტრედიაში განათების მომსახურება და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებები. 2.2.6 შპს სამტრედიის საქალაქო მშენებლობის და კომუნალური მეურნეობის გაერთიანება 0,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქალაქო მშენებლობის ხარჯების დაფინანსება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 338.2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. 2.3.1 საკადასტრო რუკების მომზადება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება16.0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030301 ) სამტრედიის გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების, ასევე საპრივატიზაციო მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზები. მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების პროგრამების, საკადასტრო რუკების და სხვა საპროექტრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება. 2.3.2 ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის გაერთიანება 11,6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030302 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის „პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანების და სანერგე მეურნეობის გაერთიანების” მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. ორგანიზაციის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პანთეონისა და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, მოვლა-პატრონობა და კეთილმოწყობა, სანერგე მეურნეობის აღდგენა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა. 2.3.3 სკვერების მოწყობა და კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები 170,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 03)სკვერების კეთილმოწყობითი სამუშაოები, დედის ძეგლის, ქუჩების დასახელების აბრების სამუშაოები და საათების მონტაჟი - შეკეთება. 2.3.4 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება 140.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 04) ორგანიზაციის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პანთეონისა და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, მოვლა-პატრონობა და კეთილმოწყობა, სანერგე მეურნეობის აღდგენა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა და ქალაქში კეთილმოწყობილი სკვერები, გაზონები და რაბატები, სადაც გაშენებული იქნება დეკორატიული სეზონური ყვავილები, ხე-ბუჩქოვანი მცენარეები. 2.3.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 805.6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0304) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის 729 471 ლარი. 2.3.6 სოფლის მეურნეობის განვითარება - 7.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0305) 3. განათლება 1589.7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება 1420,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება „სუბსიდიის დაფინანსება 1390,2 ათ. ლარი, რომელიც აერთიანებს 23 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1930 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების ღირებულება შეადგენს დღეში 1,30 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე მომდევნო წელში განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია 30,0 ათ.ლარით. 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა 0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02) 3.3.ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 169.5ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს 600 მოსწავლეს. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსებში, ემსახურება მომავალი თაობების ინტელექტუალურ, ესთეტიკურ ზნეობრივ აღზრდას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს რაიონული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმის 2016 წლის პროგრამაა სამტრედიის რაიონის ისტორიის შესწავლა, ექსპედიციების მუნიციპალიტეტის სოფლებში, ისტორიული სიძველეების მოძიება-დადგენა, ეთნოლოგიური ყოფის აღწერა, სხვადასხვა საგნების და ნივთების მოძიება, კავშირის დამყარება, ქუთაისის, ჯიხაიშის, ვანის, მარტვილისა და ჩოხატაურის მუზეუმებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 2 738.4 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0500) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა1452.2ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0501 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიების დაფინანსება 417.9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილება საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020წწ) შესახებ.გრანტის სახით 368.7 ათ.ლარი. 4.1.2 სპორტული სკოლები 1034,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 ) 2016 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ორგანიზაციების დაფინანსება. 4.1.3 ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საცხენოსნო სპორტული კლუბი“ 73,9 (პროგრამული კოდი 05 01 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საცხენოსნო სპორტული კლუბის მიმდინარე ხარჯები. „საცხენოსნო სპორტული კლუბის“ მიზანია წლის განვალობაში ჩატარდეს სპორტული შეჯიბრებები, ხელი შეეწყოს საცხენოსნო სპორტის განმავითარებას, საცხენოსნო სპორტში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. 4.1.4 ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სპორტული სკოლა“ 164,6 (პროგრამული კოდი 05 01 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა და მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ტრადიციების შენარჩუნება-გაძლიერება. ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობათა ჯგუფებში. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელება. მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან სპორტის სუბსიდირების თვალსაზრისით დაფინანსება. 4.1.5. ააიპ „საფრენბურთო კლუბი ჯიკო“ 82.0 (პროგრამული კოდი 05 01 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „საფრენბურთო კლუბი ჯიკოს“ მიმდინარე ხარჯები. „საფრენბურთო კლუბ ჯიკოს“ მიზანია მუნიციპალიტეტში ქალთა გუნდური სახეობების ზოგადად და, კერძოდ, ქალთა ფრენბურთის პროპაგანდა, პოპულარიზაცია და დამკვიდრება. 4.1.6 ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის „ხელბურთელთა კლუბი სამტრედია“ 104.5 (პროგრამული კოდი 05 01 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „ხელბურთელთა კლუბის“ მიმდინარე ხარჯები. პროგრამის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელბურთის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ჩემპიონატებში და ტურებში მონაწილეობა, არსებული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი წარმატებების მოპოვება, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა. 4.1.7 შპს „სპორტკომპლექსი სამტრედია“ 220.0 (პროგრამული კოდი 05 01 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება შპს „სპორტული კომპლექსი სამტრედიის“ მიმდინარე ხარჯები შპს „სპორტული კომპლექსი სამტრედიის“ სპორტსმენთათვის სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება. 4.1.8. ააიპ „კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედია“ 231.3 (პროგრამული კოდი 05 01 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედიის“ მიმდინარე ხარჯები. ძირითადი მიზანია სამტრედიაში ფეხბურთის პოპულარიზაცია, ჯანსაღი თაობის აღზრდა, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, ტალანტების მოძებნა, აღმოჩენა და გაზრდა. 4.1.9. ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბ „ფალავანი“ 158.0 (პროგრამული კოდი 05 01 02 07 ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „საჭიდაო კლუბ ფალავნის“ მიმდინარე ხარჯები ძირითადი მიზანია სამტრედიაში სპორტული ჯგუფებისა და სექციების შექმნა თავისუფალ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, სამბოში და ქართულ ჭიდაობაში, უზრუნველყოს სპორტული ჯგუფების მონაწილეობა ჩატარებულ ჩემპიონატებსა და ტურნირებში. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა 873.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0502) სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2. სახელოვნებო სკოლები 460,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. სკოლების მიზანია ცოდნის მიცემა მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განათლებულ, კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოვლენას, მოზარდთა მომზადება კონკურსებისათვის და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლისათვის. 4.2.1 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლა 138.0 (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 222 მოსწავლე. 4.2.2 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლა 59.0 (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 125 მოსწავლე. 4.2.3 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლა 39.6 (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 43 მოსწავლე. 4.2.4 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლა 61.0 (პროგრამული კოდი 05 02 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 80 მოსწავლე. 4.2.5 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლა 61.0 (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 106 მოსწავლე. 4.2.6 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლა - 41.0 (პროგრამული კოდი 05 02 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 54 მოსწავლე. 4.2.7 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეა - 60,5 (პროგრამული კოდი 05 02 01 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 116 მოსწავლე. ძირითადი მიზანია შეუქმნას სამტრედიაში მოღვაწე მხატვრებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. ამავე დროს მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება. გალერეის ფონდში დღემდე დაცული რამდენიმე ფერწერული ტილოს აღდგენა-რესტავრაცია. 4.2.8. ააიპ -სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი 321.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები. საქმიანობის სახეა კულტურის სხვა დაწესებულების საქმიანობა, მიზანი სოციალური ჯგუფების, კულტურულ-შემეცნებითი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობის უზრუნველყოფა. 4.2.9 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება 7,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 050203) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე ხარჯებით დაფინანსება. ორგანიზაციის მიზანია ქალაქში კეთილმოწყობილი სკვერები, გაზონები და რაბატები, სადაც გაშენებული იქნება დეკორატიული სეზონური ყვავილები, ხე-ბუჩქოვანი მცენარეები. 4.2.10 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის „ბიბლიოთეკა“ 85,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მიმდინარე ხარჯები. მიზანია მოსახლეობის მომსახურება საბიბლიოთეკო ფორმებით და მეთოდებით, ახალი წიგნების. ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. 4.3 შპს „სამტრედიის მაცნე“ 68,4 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 03) იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. მისი მიმდინარე ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტიდან. 4.4 ააიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საინფორმაციო ცენტრი“ 43,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 04) გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს, გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრავალდარგოვანი ჟურნალი. საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ ვებგვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იქნება ტელევიზიასა და პერიოდულ გამოცემებში. ცენტრი უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება 61.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0505) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის ფარგლებში. 4.5.1 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება 31.7 (პროგრამული კოდი 05 05 01) ფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები 4.5.2 კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება 29.4 (პროგრამული კოდი 05 05 02) ფინანსდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სხვადასხვა ღონისძიებები 4.6 ხონი-სამტრედიის ეპარქიის დაფინანსება 240,0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0506) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 1 097,3 (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ააიპ - საზოგადოებრივი „ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი“ 109,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
5.2 სოციალური პროგრამები 987,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0602) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ააიპ - სახლი „თანადგომა“ 177,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 0201 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლი“ 108,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების უზრუნველყოფა, დღე-ღამის მანძილზე სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღესასწაულო მორიგეობა, მათი ინვენსტიციების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. 5.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარება124,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03 ) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - ახალშობილთა დახმარება
- მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 ან მეტი შვილი 18 წლამდე) ფულადი დახმარება (თვეში 20 ლარი თითოეულ ბავშვზე). 5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 555,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060204) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება - მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება - მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) - კვლევას, (თანადაფინანსების 50 % განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით, თანადაფინანსების 70-100%), დაფინანსდეს (100-დან 300 ლარამდე). - მოქალაქეთა ოპერაციების დაფინანსება - მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური, გინეკოლოგიური და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციებს - დაფინანსდეს 100 – 500 ლარის ოდენობით. (თანადაფინანსებით პაციენტის გადასახდელი თანხის 50 %). 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - მოქალაქეები, რომლებიც არიან ქრონიკულად დაავადებულები (ეპილეფსია, პარკისონი, დიაბეტი - გართულებული ფორმით, ასთმა, ინსულტი, ინფარქტის შემდგომი მკურნალობა, შიზოფრენია და ფსიქონერვული დაავადებები) წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს არაუმეტეს 150 ლარამდე. - მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას წლის განმავლობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს არაუმეტეს 100 ლარამდე (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში შეადგენს 100 000 -ს). 3. სტუდენტების დახმარება - უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებს 500 ლარით გაეწევათ ერთჯერადად; ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 30000-ის ჩათ. სარეიტინგო ქულა. 4. უდედმამო ბავშვების დახმარება მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი - უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 5. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება 1. ერთჯერად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი)-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები. ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 სარეიტინგო ქულა. ომის ვეტერანებისათვის, რომლებიც ჯანმრთელობის გამო საჭიროებენ მედიკამენტოზულ მკურნალობას წლის განმავალობაში მედიკამენტებისათვის გაიცეს არაუმეტეს 200 ლარამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა. 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით. 8. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; - ითვალისწინებს ჩერნობილის მონაწილეებზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით 26 აპრილს. 9. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას, თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. 10. ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, დიაბეტით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. - ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; - ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით; - დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ერთჯერად ყოველთვიურ დახმარებას დახმარება 50 ლარის ოდენობით ; - დიაბეტით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დიაბეტით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 11. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას 500 ლარით. 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო, სმენადაქვეითებულ, ყრუ-მუნჯ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირებს 100 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს 18 წლამდე, 200 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლის და დაუნით სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით; - თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ მუხლის „1“, „2“, „3“, „4“, „5“ პუნქტით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით. 13. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; - ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა), ერთჯერადი დახმარების ოდენობა განესაზღვოთ გამგეობაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიერ, რომლის ოდენობაც განისაზღვროს (100 -500) ლარის ოდენობით. - ოჯახებს, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, ან საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას), ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განესაზღვროთ გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ 100-500 ლარის ოდენობით. - მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიკურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი, გამგეობაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც პროგრამაში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა) და დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს (არიან მცირეწლოვანი და მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარონი, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ოჯახები, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად და სხვა) ერთჯერადი დახმარების ოდენობა განესაზღვროთ გამგეობაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით 100- 150 ლარის ოდენობით. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი 2016 წელს ან 2015 წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება განესაზღვროთ გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ სიმძიმის მიხედვით 1000-2000 ლარის ოდენობით. 14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება - ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000-მდე 15. წითელი ჯვრის თანადაფინანსება სოციალურად იზოლირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების უმწეობის (ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ და ახალგაზრდები 15-27 წლამდე) შემცირებისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი რესურსების გამოყენება მათი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, განვითარების, საკუთარი ღირსებისა და თვითდაჯერებულობის გრძნობების ამაღლების მიზნით მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში. 16. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბინის ქირით უზრუნველყოფა 1200 ლარი. 5.2.5 დაკრძალვის ხარჯი 10.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060205) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა მ.შ. ტრანსფერით 4,0 ათასი ლარი. - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით. 5.2.6 დიდ სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით 12,5 ათ.ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 400 (ოთხასი)-ლარიან სოციალურ დახმარებას და ასევე 100-100 ლარიან სასაქონლო ფორმით დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (9 მაისის დღესასწაულზე. |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
|
დოკუმენტის კომენტარები