დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016208 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
17
06/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
010250050.35.120.016208
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის
დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/06/2016 - 05/07/2021)
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი, №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს. |
| მუხლი 2 |
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამტკიცებული სუბსიდიის ფარგლებში დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულების მიხედვით. |
| მუხლი 3 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. |
| მუხლი 4 |
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილე სპორტსმენთა კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარით. |
| მუხლი 5 |
წინამდებარე დანართით განსაზღვრულ ღონისძიებებში სპორტსმენების კვებისათვის გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტერიაში (ან შესაბამის, ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში) წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 კალენდარული დღისა. |
2.
01/12/2022 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
74 -
ვებგვერდი, 02/12/2022
1.
05/07/2021 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
14 -
ვებგვერდი, 06/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 01/12/2022
გამოქ. თარიღი : 02/12/2022
დოკუმენტის ნომერი : 74
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და სამტრედიის მუნიციპალიტეტის პროგრამულ დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
1
მიღების თარიღი : 05/07/2021
გამოქ. თარიღი : 06/07/2021
დოკუმენტის ნომერი : 14
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები