„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.112.016270
19
07/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
200130000.35.112.016270
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2016 წლის 7 ივნისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №14 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 30/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.112.016265) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;

 

მიწის კატეგორიები

გადასახადების განაკვეთები ლარი/ჰა

1

სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული)

20.00

2

საძოვარი (ბუნებრივი და გაკულტურებული)

16.00

3

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

73.00

4

საკარმიდამო

73.00

 

 

5

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის

 

ა) სათიბი

20.00

ბ) საძოვარი

16.00

გ) სახნავი

73.00

 

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3.00 ლარით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე