დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019302 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/06/2016 - 29/03/2018)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების განსაზღვრის წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან. |
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების განსაზღვრის წესი |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, საფასურს და საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტექნოლოგიური პარკი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ქ. თბილისში, ინოვაციების ქუჩა 7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას; ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა - სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურება; გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი - ნებისმიერი პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას; დ) ბიზნესინკუბატორი - სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას; ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა - ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს; ვ) მომსახურების საფასური - საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ წესით დადგენილი ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ; ზ) ფაბლაბი (Fab Lab) - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას.
თავი II ტექნოლოგიური პარკის წევრობა
მუხლი 3. ტექნოპარკის წევრის სტატუსი 1. ტექნოპარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. 2. ტექნოპარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკითა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას, მაღალტექნოლოგიური კომპანიების შოურუმების გამოყენების უფლებას, საერთო სამუშაო სივრცის (co-working space) და შეხვედრების ოთახების გამოყენების უფლებას. 3. ტექნოპარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოპარკის წევრის სტატუსის მიღება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოპარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებს და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს.
თავი III ბიზნესინკუბატორი
მუხლი 4. ტექნოლოგიური პარკის მომსახურება ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს მათ შემდეგი მომსახურებით: ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება - ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და საკონფერენციო დარბაზით; ბ) ინკუბატორის მომსახურება - ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით.
თავი IV ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების პირობები
მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბში მიიღოს შემდეგი ფასიანი მომსახურება:
მუხლი 6. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვების და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და სტარტაპი ინოვაციურ იდეებზე სამუშაოდ.
თავი V ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო ოთახით სარგებლობის პირობები
მუხლი 7. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. 3. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზატორობით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის.
მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
მუხლი 9. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას.
მუხლი 10. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური 1. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 50 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 100 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. 2. პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 100 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 150 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. 3. iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით, სამუშაო დღეებში - 150 ლარი, ხოლო უქმე დღეებში - 200 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.
მუხლი 11. ანგარიშსწორების ფორმა წინამდებარე წესით დადგენილი მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები