„საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019305
240
02/06/2016
ვებგვერდი, 06/06/2016
480140000.10.003.019305
„საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2016 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო-შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 13 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო-შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს საუდის არაბეთის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი