„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030010.22.022.017127
54/ნ
03/06/2016
ვებგვერდი, 03/06/2016
040030010.22.022.017127
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №54/ნ

2016 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში (სსმ, 8, 23/01/2006) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების:

1. 191 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული სახის ბიულეტენის (მასწავლებლის, ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების  მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის)  სკოლის ბეჭდით დამოწმებას.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის ბეჭდით დამოწმებული  ბიულეტენების საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე“.

2. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. საარჩევნო კომისიის მდივანს, საარჩევნო კომისიის წევრთა წილისყრის შედეგები და საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.“.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე