საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 60/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017134
60/ნ
09/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
040030000.22.022.017134
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №60/ნ

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართ №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ საჯარო სკოლებს მიენიჭოს სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი, კერძოდ:

ა) სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა უსახელოს საჯარო სკოლას ეწოდოს სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლა;

ბ) სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უსახელოს საჯარო სკოლას ეწოდოს სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლა;

გ) სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერეთისის საჯარო სკოლას ეწოდოს სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა;

დ) სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვაშითის საჯარო სკოლას ეწოდოს სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლა.

მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის:

ა) მე-9 და მე-10 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლა

სოფელი უსახელო

დაწ-საბ-საშ

10

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლა

სოფელი წყალშავი

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                 “;

ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა

სოფელი ქვედა ბერეთისა

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                 “;

გ) 36-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლა

სოფელი ზედა ჭალოვანი

დაწ-საბ

                                                                                                                                                  “;

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა