სს „ენერგოკავშირი“-ს მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „ენერგოკავშირი“-ს მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/381
დოკუმენტის მიმღები სს „ენერგოკავშირი“
მიღების თარიღი 31/05/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
11/381
31/05/2016
ვებგვერდი, 01/06/2016
სს „ენერგოკავშირი“-ს მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ
სს „ენერგოკავშირი“

განცხადება

სს ,,ენერგოკავშირის” მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ

 

ს/ს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს მეორე მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2016 წლის 22 ივნისს, ოთხშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ., მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

1. 2015 წლის წლიური ანგარიში.

2. 2015 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება.

3. 2015 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება.

4. 2014 წლის მოგების განაწილების შესახებ, 03.07.2015 წლის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მიღებული, მოგების დარჩენილი თანხის, მომდევნო წლის საზოგადოების მოგებაზე დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5. აუდიტორის არჩევა.

6. სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა.

7. საზოგადოების აქციონრებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

 

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ენერგოკავშირის” ოფისში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველო ორგანოში 2016 წლის 12 ივნისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2016 წლის 26 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ სს ,,კავკასრეესტრში”, მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 222-07-18.

 

სს ,,ენერგოკავშირის”

გენერალური დირექტორი                                         ვაჟა მაისურაძე