„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017125
52/ნ
31/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
430010000.22.022.017125
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №52/ნ

2016 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დამტკიცებულიერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1)

ა) მე-2 მუხლის  „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.“.

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური ენებიდან ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით აკადემიური პროგრამის შესაბამისად:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) ფრანგული ენა;

გ.დ) რუსული ენა.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან/საგნობრივი ჯგუფებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა.“;

ბ.გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა არჩევით საგანში/საგნებში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.“.

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.“.

დ) მე-10 მუხლის:

დ.ა) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან აბიტურიენტმა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფა­სურის დადგენილ ოდენობას შორის.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ  ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“.

ე) მე-16 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის საფუძველზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრი უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების რეგისტრაციის, აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.“.

ვ) მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი თარიღი.“.

ზ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოცდო პროცესის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“.

თ) მე-20 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.“;

თ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აბიტურიენტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე, ცენტრის მიერ დადგენილი წესით.“.

ი) 22-ე მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტის:

ი.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა) და სხვათა გამოყენება;“;

ი.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მერხზე პასუხების ფურცლის, საწერი კალმის, ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ  ნებადართული ნივთებისა;“;

კ) 24-ე მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. მათ შორის შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.“;

კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი (კალამი, რომელიც არ არის გადაცემული ცენტრის მიერ) ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.“;

კ.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პასუხების ფურცლების გასწორების პროცესი სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგანში ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

6. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგანში ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.“.

ლ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.“.

მ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, შესაბამის საგამოცდო ცენტრში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.“.

ნ) 301 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.“.

ო) 305 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.“.

პ) 306 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ჟ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.“.

რ) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა

იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს ცენტრის მიერ არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არცერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“.

2. „ქვეპუნქტით დამტკიცებულისახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის (დანართი №2):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვებს ადრე მოპოვებული გრანტის ნაწილობრივ ოდენობაზე მეტი ოდენობის გრანტს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას.“;

ბ) მე-8 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით ცენტრს აწვდის:

ა) აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) სტუდენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ პროგრამაზე;

გ)  საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი