შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49/6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 23/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016398
49/6
23/05/2016
ვებგვერდი, 03/06/2016
480610000.03.030.016398
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 
შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ


საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი

მიზნად ისახავენ რა, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას,

გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნის მოქალაქეთა დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შესვლას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და გამოსვლას ამ ტერიტორიიდან

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების რეგულირების სფეროში შედის შემდეგი სახის პასპორტები:

1. საქართველოს შემთხვევაში: დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები.

2. ქუვეითის სახელმწიფოსთვის: დიპლომატიური და სპეციალური პასპორტები.

მუხლი 2

1. ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სპეციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის და სავიზო მოსაკრებლის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ  მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხანგრძლივად ან რამდენიმეჯერ, პირველი შესვლის თარიღიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ექვსი თვის განმავლობაში.

2. ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სპეციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, და რომლებიც აკრედიტირებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ახლავთ მათ და ცხოვრობენ მათთან ერთად, უფლება აქვთ დასაქმების პერიოდის განმავლობაში ვიზის გარეშე შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირობით, თუ ერთი მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით (30) დღით ადრე აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული მოქალაქეების შესვლის შესახებ.

3. (2) პუნქტში მითითებული პირები ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პასპორტების მფლობელები, რომლებსაც სურთ გააგრძელონ თავიანთი ყოფნის დრო მე-2 მუხლში მითითებული პერიოდის დასრულების შემდეგ, ვალდებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლებისგან მიიღონ შესაბამისი ნებართვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდის გაგრძელების თაობაზე, მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4

წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამ შეთანხმების (1) მუხლში მითითებულს პასპორტებს , ვალდებულებისაგან, რომ პატივი სცენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას მათი იქ ყოფნის განმავლობაში.

მუხლი 5                                               

ეს შეთანხმება არ ზღუდავს არც ერთი მხარის უფლებას უარი განუცხადოს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან ყოფნაზე მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელსაც იგი მიიჩნევს არსასურველად.

მუხლი 6

1. მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან წინამდებარე შეთანხმებაში ნახსენებ პასპორტების ნიმუშებს, შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. ამ შეთანხმებაში ნახსენებ პასპორტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით მიაწვდიან ერთმანეთს, მოცემული პასპორტების ახალ  ნიმუშებს და ინფორმაციას, მათი მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მუხლი 7

თითოეულ  მხარეს,  საზოგადოებრივი წესრიგის ან უსაფრთხოების  ან ჯანმრთელობის  დაცვის  ინტერესებიდან   გამომდინარე, შეუძლია  მთლიანად  ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება. ამგვარი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს, წერილობითი სახით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 8

მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 9

ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები. ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა მე-11 მუხლის დებულების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან (90) დღის შემდეგ.

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე აცნობებს მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით, რომ მან დააკმაყოფილა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა ან კონსტიტუციური პროცედურები.

შესრულებულია ქ. ქუვეითში, 2016 წლის 25 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ  და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად  ავთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

 

 

 


 

დავით ჯალაღანია

საგარეო საქმეთა

მინისტრის მოადგილე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქუვეითის სახელმწიფოს

მთავრობის სახელით

 

 

 

 

 

 

ხალიდ ს. ალ ჯარალა

საგარეო საქმეთა

მინისტრის მოადგილე