,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N240 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N240 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016388
22
31/05/2016
ვებგვერდი, 02/06/2016
040030000.22.023.016388
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N240 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №22

2016 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2015, 040030000.22.023.016364) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება და მეურნეობის დირექტორისთვის წარდგენა;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა" და ,,წითელი წიგნის" შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასური;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი