ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.144.016249
7
27/05/2016
ვებგვერდი, 01/06/2016
010250040.35.144.016249
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №7

2016 წლის 27 მაისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში  ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; 010250040.35.144.016146) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) საკრებულოს მორიგი სხდომები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს) ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი