დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის N42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016666 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016456, 24/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ პუნქტები: „თ1) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; თ2) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა სამინისტროს ელექტორნულ რესურსზე;“. 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ პუნქტები: „დ1) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემას; დ2) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას სამინისტროს ელექტორნულ რესურსზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები