„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019299
234
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
300160070.10.003.019299
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2016 წლის 27 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს   ცვლილება და:  

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“.“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები“.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და საკუთრების დაცვის მოთხოვნებს, ასევე აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული M2,  M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსადგომების პარამეტრებს.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 2. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში, ასევე საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული  M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე.

2. წესის მიზანია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანების ორგანიზაციისას, მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება, ასევე საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის  მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული  M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ:

ა) მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;

ბ) ავტობუსის კონსტრუქციის (კლასის) შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან;

გ) ავტობუსის გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;

დ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ავტოსადგომი – შენობა, ნაგებობა ან სპეციალური ღია მოედანი, რომლის დანიშნულებაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება და შენახვა (დაცვა) და რომლის პარამეტრებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

7.  დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

 

„მუხლი 15. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული,  M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსადგომების  პარამეტრები

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული  M2,  M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ რეგლამენტის  №6 დანართით დადგენილ პარამეტრებს.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული დანართი №6.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში,  „მეწარმეთა შესახებ“ საქათველოს კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა სუბიექტებმა უზრუნველყონ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის  მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული  M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
„დანართი №6

M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის პარამეტრები
M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომს (შემდგომში –  ავტოსადგომი) უნდა გააჩნდეს:  

1. ავტოსადგომის შესასვლელში სადგომზე არსებული სერვისის მანიშნებელი.

2. ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა.

3.  ბეტონის ან/და ასფალტის საფარი.

4.  გარემოსდაცვითი საშუალებები.

5. თანდართული ცხრილის და ნახაზების (1,2,3,4) შესაბამისად მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილები.

6.  დასათვალიერებელი ორმო/ორმოები.

7.  შეღობილი და დაცული ტერიტორია.

ავტოსადგომზე დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები:

1.  ჰიგიენური და სანიტარიული ნორმები.

2.  სახანძრო უსაფრთხოების ნორმები

3.  ტერიტორიის განათების ნორმები.

 

კატეგორია

გასაჩერებელი ადგილის დახრის კუთხე

გასაჩერებელი ადგილის  სიგრძე, მ

გასაჩერებელი ადგილის  სიგანე, მ

ავტოსადგომის შესასვლელის სიგანე, მ

ავტოსადგომის გამოსასვლელის სიგანე, მ

განლაგების სქემა

ნახაზზე

ავტობუსი,

სატვირთო ავტომობილი

450

14

4

8

8

1

სატვირთო ავტომობილი ნახევარმისაბმელით, მისაბმელით (ავტომატარებელი)

450

20

3.5

8

8

2

00

20

4

12

12

3

600

20

3.5

5.5

5.5

4

       

 

არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოიყოფა ცალკე ტერიტორია.

 

 

 

.“.