„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019297
232
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
010240030.10.003.019297
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

 „ც) საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვისა და კონტროლის, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვის, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელება, ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერის, სამედიცინო ევაკუაციის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და რეკოგნოსცირების უზრუნველყოფა.“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ)  ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა ახორციელებს საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვას და კონტროლს, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვას, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერას,  უზრუნველყოფს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკურ მხარდაჭერას, სამედიცინო ევაკუაციას, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებას და რეკოგნოსცირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი