„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 080060000.10.003.019294
229
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
080060000.10.003.019294
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 080060000.10.003.019055) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

1.  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გამომძიებლების, სოციალური მუშაკების, პრობაციის ოფიცრების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადებას;“.

 2.  „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორების და სოციალური მუშაკების გადამზადებას;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს უწყებათაშორისი ტრენინგების/სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი