დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019293 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში - სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მიხეილ გიორგაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ოთარ დანელია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; სოზარ სუბარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ილია დარჩიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ერეკლე ტრიპოლსკი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ზურაბ ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; თამაზ მეჭიაური - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები