,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016260
156
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
010250050.35.157.016260
,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №156

2016 წლის 27 მაისი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

 


მუხლი 1
,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №142 დადგენილებით    (www.matsne.gov.ge, 04.01.2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.157.016246) დამტკიცებულ დანართში, „2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“, შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 2. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:

ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

გ) ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება;

დ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება;

ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (სარეიტინგო ქულა 70 000- მდე);

ვ) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ზ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება;

თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;

ი) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;

კ) შინ მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ფულადი დახმარება;

ლ) ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება;

მ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ნ) დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;

ო) იძულებით გადაადგილებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

პ) იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი;

ჟ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

რ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

ს) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების და დიალიზზე მყოფი პირთა დახმარება;

ტ) ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სარეიტინგო ქულით 65000-დან 80000-მდე;

უ) გადაუდებელი შემთხვევისას ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად  ხდება.“.

2. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით.

ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მედიკამენტების შესაძენად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

დ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;

ე) ნატურალური პროდუქტის სახით გაცემული სოციალური დახმარება;

ვ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების და მკურნალობის დაფინანსება.“.

3. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომლებსაც ყავთ ხუთი და მეტი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20(ოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები:

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“

4. გაუქმდეს 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-6 მუხლი.
5. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დახმარების გაცემის წესი

ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ყოველთვიურად, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების)  შესაბამისად.“ .

6. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;

გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ) კანონიერი მეურვე.“

7. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის იმავე ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

4. პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთი საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირები.“.

8. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის იმავე ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის და გარდაცვლილის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობები.

ე) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“

3. პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახის  ერთი სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული პირები.“

9. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის მის დამკრძალავ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სოციალური დახმარებების გამცემ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.“

10. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება

1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების (ეს ეი კონტინგენტია, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ოჯახების დახმარების მიზნით განისაზღვროს მათი დაფინანსება წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარით;

2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების მშობლის, ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“

11. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება

1. ხანძრის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“

12. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. დახმარების მისაღებად მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით),სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

13. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულაა არაუმეტეს 65000, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ)იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილობის) დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“

14. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

1.პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს;

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200(ორასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად შშმ პირის, ან მისი ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

ვ) სხვა დოკუმენტი (კომისიის გადაწყვეტილებით);“

15. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 22. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება

1.პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს;

2.დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“

16. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 24 . ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სარეიტინგო ქულით 65000- დან 80000-მდე

1. აღნიშნული სახის დახმარება მიეცემათ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 65000-დან 80000-მდე;

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

17. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-8, მე-9, მე-10, მე-13, მე-18 და მე-19 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

18. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაცია, რეაბილიტაცია და სხვა, დიაგნოზის სიმწვავისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით

1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაცია, რეაბილიტაცია და სხვა, დიაგნოზის სიმწვავისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა, მათ შორის:

1.1.  მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;

2.1. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე შესაბამისი დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.

3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

დ) მეურვედ დანიშვნის ცნობა (იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს მეურვე);

ე) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.“ .

19. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მედიკამენტების შესაძენად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, მედიკამენტების შესაძენად გაიცემა სოციალური დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება:

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ფორმა №100;

დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ შესაბამის მედიკამნტებზე გაცემული ანგარიშ- ფაქტურა (კალკულაცია).

3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

20. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 28. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა

1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ იმ სრულწლოვან ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს.

2. ააიპ ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში მცხოვრები მოქალაქეები სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 57000-სა, უფასო სასადილოში უზრუნველყოფილნი არიან ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს, დახმარება გაიცემა ნატურალური ფორმით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თითოეულ წევრზე.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობის ასლი);

გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.“.

21. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურებისათვის აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითიგანცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა;“.

22. 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 31. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები

1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარებები, მათ შორის ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, შეიძლება განხორციელდეს კომისიის დასკვნის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, მათ შორის:  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა, როდესაც  ოჯახი არაა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში, ან რეგისტრირებულია, მაგრამ სარეიტინგო ქულა არ აკმაყოფილებს წინამდებარე პროგრამის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირობებს; აგრეთვე  ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რომელიც აღემატება 1000 ლარს, 3000 ლარის ჩათვლით (მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების ზედა ზღვრული ოდენობა)  შეიძლება გაიცეს სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის (განკარგულების) შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე