დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016205 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, 05/01/2016; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016190) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
“ |
ბ)
დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
“ |
გ)
დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16695.891 ათასი ლარის ოდენობით:
“ |
დ)
დადგენილების მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები:
“ |
ე)
დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11032.591 ათასი ლარის ოდენობით:
“ |
ვ)
დადგენილების მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2854,700 ათასი ლარის ოდენობით:
“ |
ზ)
დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11200.224 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
“ |
თ)
დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7509.233 ათასი ლარის ოდენობით; მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7569.233 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 60.0 ათასი ლარის ოდენობით:
“ |
ი)
დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
“ |
კ)
დადგენილების მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2013.566 ათასი ლარის ოდენობით.“
|
ლ)
დადგენილების მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2091.492 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -2091.492 ათასი ლარის ოდენობით.“ |
მ)
დადგენილების მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 35.625 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.“
|
ნ)
დადგენილების მეცამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 232,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ათასი ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; დ) დევნილთა სოციალური დაცვა 7.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“
|
ო)
დადგენილების მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“
|
პ)
დადგენილების მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.0. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ახალი/მეორეხარისხოვანი გზების, სასოფლო გზების და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საბაგირო გზის დაფინანსება.შეკეთდება მოაჯირები. 2.1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში ინტერნაციონალის, ვაჟა-ფშაველას, ბათუმის ქუჩების გზების დარჩენილი მონაკვეთების რეაბილიტაცია; სასაფლაოსთან მისასვლელის (ნავარძეთი) გზის რეაბილიტაცია; ცხოვრებაძის ქუჩის №30,32,104,106-ის სახლების შიდა ეზოების კეთილმოწყობა; გოგებაშვილის ქუჩის გზისა და ეზოების კეთილმოწყობა საკუთარ სახლებთან; ჭავჭავაძის 1 ჩიხის კიბეებისა და გზის კეთილმოწყობა; წერეთლის ქუჩის N1-ის შიდა ეზოების კეთილმოწყობა, ბელიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქ.№41-ის შესასვლელი გზის და საჩხერის გზატკეცილი №5,7,9-ის შიდა ეზოების კეთილმოწყობა. დაგეგმილია ზოდი-ვაკევისის გზის,სოფლებში გზების მობეტონებისა და ქალაქში შიდა საუბნო გზებისა და ეზოების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. აგრეთვე დაგეგმილია სოფლების ზოდის, ვაჭევის, თაბაგრების,სარქველეთუბნის, ზედა და ქვედა ბერეთისის, პერევისის, სკინდორის, მერევის, წყალშავის გზების გარკვეული მონაკვეთების და სოფელ მანდაეთში ივანიშვილების უბნის გზის მობეტონება. განხორციელდება ჭიათურა-ხვაშითის, საჩხერის გზატკეცილი-სოფ. ზოდის,მემორიალი-რგანი-ხრეითის და ფრანგიშვილი-გაგარინის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების თანადაფინანსება. განხორციელდება სოფლებში გზების მოხრეშვის სამუშაოები, აგრეთვე სოფელ მერევში სკოლასთან მისასვლელი გზის მობეტონება, ე.წ საბაჟოდან სოფელ ქვედა ბერეთისაში მისასვლელი გზის მობეტონება, სოფელ ვაჭევში ეკლესიასთან მისასვლელი გზის მობეტონება, სოფელ რგანში ლაბაძეების უბნის გზის მობეტონება, მემორიალი-რგანი-ხრეითისა და საჩხერის გზატკეცილი- სოფ. ზოდი-ვაკევისის გზის თანადაფინანსება და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოვილი თანხით გაგრელდება და აღდგენილი იქნება ჭიათურა-ხვაშითის, საჩხერის გზატკეცილი-სოფ. ზოდის, მემორიალი-რგანი-ხრეითის და ფრანგიშვილი-გაგარინის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კალაური-ითხვისის გზის რეაბილიტაციისათვის გასულ წლებში გამოყოფილი ნაშთის ასახვა. აგრეთვე განხორციელდება სოფელ ბერეთისაში მდინარე დუმალაზე არსებულ ხიდთან გზის მობეტონების სამუშაოების თანადაფინანსება; ჭიათურაში ვაჩნაძის ქუჩის, სოფელ ითხვისში №32 დასახელებისა და კობერიძეების უბნის გზების საპროექტო სამუშაოების დაფინანსება. განხორციელდება სოფელ ნიგოზეთის ცენტრამდე მისასვლელი 3 კილომეტრიანი გზის ნაწილობრივ რეაბილიტაცია ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მისასვლელი გზისა და ეზოს კეთილმოწყობა,ჭანტურიას ქუჩის შესახვევი №7 სკოლამდე მისასვლელი გზა, მაღაროელთა მოედნიდან ნინოშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი გზა, ტაბიძის ქუჩაზე მოედნამდე მისასვლელი გზა, ჭანტურიას ქუჩის პირველი შესახვევის №4 სახლის ეზო, 9 აპრილის ქუჩა №13, №17, №19 შიგა ეზოები, აღმაშენებლის ქ.№69 შიგა ეზო, თბილისის ქ.№6 შიგა ეზო, აღმაშენებლის ქ.№20-ის შიგა ეზო, აღმაშენებლის ქ.№30-36-ის ჩასასვლელი გზა, სოფ. ითხვისში ყიფშიძეების უბნის გზა, სოფელ მერევში ბირთველიშვილების უბნის გზის მობეტონება და გზების საპროექტო სამუშაოები; აქედან: ქუთაისის ქუჩის გზის დარჩენილი მონაკვეთების რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩის შესახვევის გზის რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქუჩის №41-ის ჩასასვლელი და შიგა ეზოს რეაბილიტაცია, მემორიალზე ცხოვრებაძის ქუჩაზე დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აბაშიძის ქ.№17-ის ეზოს რეაბილიტაცია, ბათუმის ქუჩა N8-ის ეზოს რეაბილიტაცია, 9 აპრილის ქ.№32-ის ეზოს რეაბილიტაცია, ბარათაშვილის ქ.№1,3,16-ის ეზოების რეაბილიტაცია, №3 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის ქუჩაზე თეატრის ზემოთ გზის რეაბილიტაცია, გოგებაშვილის ქუჩის (№2,8,10,14,16,18,20,22,24,26,21,23,25,27,29,31,33,35,37,39,41,43,45,47,49) ეზოების რეაბილიტაცია, გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის გზის რეაბილიტაცია სოფ. ნიგოზეთში ბლუაშვილების, ცხოვრებაძეების ,კუპატაძეების უბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სოფ.ნიგოზეთში ლაბაძეების უბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (მობეტონება). სოფ. ნიგოზეთში ჩახტიევის უბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (მობეტონება). სოფ ნიგოზეთში ტატულიშვილები-ასანიძეების უბანში გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (მობეტონება) და ცონცრების უბანში გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (მობეტონება). სოფელ უსახელოში სკოლასთან მეურნეობასთან ასასვლელი გზის რეაბილიტაცია (მობეტონება), ჭავჭავაძის ქ.№16-ის შიგა ეზოს რეაბილიტაცია. ბარათაშვილის ქუჩის №56-ის შიდა ეზოს რეაბილიტაცია. თორღაშვილის ქუჩის № 1,3,5-ის შიდა ეზოს რეაბილიტაცია). 2.1.2. საგზაო ნიშნების დამონტაჟება და მაგისტრალური მონიშვნითი სამუშაოები,საგზაო ბარიერების მოწყობა და სხვა სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიკოპოლისა და ნინოშვილის ქუჩების მოაჯირების აღდგენა.განხორციელდიება მოაჯირის აღდგენა კულტურის სახლის უკანა მხარეს. განხორციელდება ფეხით მოსიარულეთათვის კიბეების მოწყობა აღმაშენებლის, თბილისის, რუსთაველის და ჩაჩანიძის (დიდ მოსახვევთან) ქუჩებზე; აგრეთვე განხორციელდება მღვიმევის დედათა მონასტრის კიბეების კეთილმოწყობა. განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირების აღდგენა შედგეგ სოფლებში: ქბილარი, ბეგიაური, მერევი, სალიეთი, კაცხი, ხრეითი, წირქვალისა და ქვედა ჭალვანის დამაკავშირებელი და სოფელ ზედუბანში. აგრეთვე განხორციელდება წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში წიწილაშვილების უბანში ხიდ-ბოგირის აღდგენა, სოფელ ხრეითში ბოგირის მოწყობისთვის და ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის, ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარების აღდგენის პროექტირება და ნინოშვილის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია. 2.1.3. საბაგირო გზა (პროგრამული კოდი 03 01 03) ვინაიდან ჭიათურა წარმოადგენს მთა-გორიან ადგილს, მოსახლეობის გადაადგილებისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაგირო გზა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შპს „ჭიათურბაგირგზების“ დაფინანსება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, განხორციელდება საყრდენი კედლის აღდგენა და საბინაო ამხანაგობების დაფინანსება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება და ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. 2.2.1. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03.02.01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის აღდგენა სოფელ საკურწეში და სოფელ ბერეთისაში (განხორციელდება წყალმომარაგების მასალების შეძენა). სოფელ ბერეთისაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის განკარგულებით გასული წლების ნაშთი. 2.2.2. სანიაღვრე არხები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხების აღდგენა ნინოშვილის, ჭავჭავაძის და ჭანტურიას ქუჩების. აგრეთვე ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევში 8 სართულიან სახლთან; 9 აპრილის ქუჩის ბოლოში, აღმაშენებლის ქ.№9-სა და №15-ის გასწვრივ. განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე არხის აღდგენა ცხოვრებაძის ქუჩაზე. სოფელ წასრში გზის გასწვრივ კიუვეტების მოწყობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დარჩენილი ნაშთის ასახვა. აგრეთვე განხორციელდება სანიაღვრე არხის მოწყობის საპროექტო სამუშაოები ჭანტურიას ქუჩაზე მე-7 სკოლათან ასასვლელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბარათაშვილის ქუჩა №56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03 ) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა,სკვერებისა და გარე განათების მოვლა-შენახვა. ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში გზების თოვლისგან გაწმენდა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ დაფინანსება, არნიშნული დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება სიკოფანტანების შეძენა და მონტაჟი ქალაქის ტერიტორიაზე. 2.2.4. საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ჭიათურის მთა-გორიანი რელიეფის გამო მოსახლეთა ტერასული დასახლებიდან გამომდინარე საყრდენი კედლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტული ობიექტების შეკავებისათვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყრდენი კედლის აღდგენა აგრობაზრის მოპირდაპირე ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას, კოსტავას, ჭანტურიას ქუჩებზე, 9 აპრილის ქუჩის №3 სახლთან და სოფელ სკინდორში. განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა სოფლებში წირქვალსა და სალიეთში; აგრეთვე ჭიათურაში შემდეგ ქუჩებზე: ბაქრაძის, რუსთაველის, კოსტავას №12, ჭანტურიას, ტყაბლაძის, ვაჟა-ფშაველას და ერისთავის. აგრეთვე განხორციელდება საყრდენი კედლის რეაბილიტაცია სოფელ სკინდორში და საყრდენი კედლების პროექტირება საბჭოს ქუჩა №16-ში. 2.2.5. მუნიციპალიტეტის ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი მასალის შეძენა. დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და ლიფტების აღდგენის საპროექტო სამუშაოები. აგრეთვე დაგეგმილია ლიფტების აღდგენა შემდეგი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების: ჭავჭავაძის ქუჩა №29-ის მესამე სადარბაზო, ჩაჩანიძის ქუჩა №46-ის პირველი სადარბაზო, აღმაშენებლის ქუჩა №69-ის მეორე სადარბაზო, ჩაჩანიძის ქუჩა №38-ის პირველი სადარბაზო, აღმაშენებლის ქუჩა №91-ის მეორე სადარბაზო, ტყაბლაძის ქუჩა №2-ის პირველი და მეორე სადარბაზო, 9 აპრილის ქუჩა №18, №19, და №32 სახლების, ბარათაშვილის ქუჩა №16-ის, ნიკოპოლის ქუჩა №8-ის პირველი სადარბაზო, იაშვილის ქუჩა №16-ის პირველი სადარბაზო, აღმაშენებლის ქუჩა №69-ის სადარბაზო, აღმაშენებლის ქუჩა №214-ის. განხორციელდება ჭიათურაში ნინოშვილისა და თხელიძის ქუჩების მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, აგრეთვე განხორციელდება ფანცულაიას ქ.№13-ში მდებარე ავარიული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადამაგრება. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელდება ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია. 2.2.6. გარე განათების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე-განათების მოწყობა კულტურის სახლის ეზოში, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერის თავზე, ჭანტურიას ქუჩის პირველი შესახვევი №4-თან, გოგებაშვილის ქუჩა №39-თან, ჩაჩანიძის ქუჩა № 5,7,9- სთან, თავისუფლების ქუჩა №121-თან, ცუცქირიძის ქუჩა №2-თან, ცხოვრებაძის ქუჩა №67-თან. აგრეთვე მოხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარის განათება და მღვიმევის მონასტრის კიბეების განათება. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა. 2.3.1. მწვანე ნარგავების განაშენიანება, სკვერების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკვერების მოწყობის საპროექტო სამუშაოები და სკვერების მოწყობა №7 საბავშვო ბაღთან, თხელიძის ქუჩა №1 და №2 საბავშვო ბაღის უკან, წერეთლის ქუჩაზე (გამარჯვების პარკი). დაგეგმილია სკვერის გაფართოება ჭავჭავაძის ქუჩაზე. 2.4. სოფლის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04) მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის განვითარებისათვის, განკარგულებით გამოყოფილი თანხების გადანაწილება ხდება მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი და მათთან შეთანხმებული სამუშაოების მიხედვით. ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება პროგრამის თანადაფინანსება. 3.0. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1540-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. განხორციელდება №1, №2, №3, №4 და №7 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, აგრეთვე განხორციელდება სოფლების თვალუეთისა და მანდაეთის, სოფელ თაბაგრების, სოფელ უსახელოს, სოფელ ბერეთისის და სოფელ ნიგოზეთის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. აგრეთვე განხორციელდება ფრანგიშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის გაზმომარაგებისა და №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 საბავშვო ბაღებში ნამწვი აირის გამწოვი ქოლგების მოწყობა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის თებერვლის განკარგულებით 475000 ლარი ჭიათურაში №1, №2, №3, №4 და №7 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის. 4.0. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარებასთან ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გატარდება ღონისძიებები. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და დაფინანსდება: ა) ა(ა)იპ №27 კომპლექსური სასპორტო სკოლა; ბ) ა(ა)იპ რაგბის სპორტული სკოლა; გ) ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი (შპს საფეხბურთო კლუბი ჭიათურა); დ) ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა; 4.1.1.სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამის კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია №27 კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება რომელიც აერთიანებს ძიუდოს, კრივის, მინი ფეხბურთის, ტაეკვანდოს, მძლეოსნობის, ცურვის, მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის, ფარიკაობის, კლასიკური ჭიდაობის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის და ჭადრაკის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 500-მდე სპორტსმენი. საკუთარი შემოსავალი განისაზღვრება აბონომენტებიდან და ბილეთებიდან (საცურაო აუზი) რომლითაც ძირითადად ფინანსდება ოფისის, სამედიცინო და სხვა ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება რაგბის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 144 სპორტსმენს. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი; ქვეპროგრამის ფარგლებში გრანტი მიეცემა ააიპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი საიდანაც დაფინანსებას მიიღებს საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა“, რომელიც აერთიანებს 23 სპორტსმენს და მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა, სადაც ვარჯიშობს 200-მდე ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, კერძოდ: ა(ა)იპ №27 კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე არსებული საცურაო აუზისა და სოფელ უსახელოში მდებარე სპორტული მოედნის შემოღობვა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ა) სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ბ) სსიპ ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, გ) ა(ა)იპ №1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 262-მდე მოსწავლე; დ) ა(ა)იპ №2 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 162-მდე მოსწავლე; ე) ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა. სადააც სწავლობს 30-მდე მოსწავლე; ვ) ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლიოთეკა; 4.2.1. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია №1 და №2 სამუსიკო სკოლების დაფინანსება, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 424 ბავშვი, აქედან როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები (სულ 314 მოსწავლე) განთავისუფლებულნი არიან სწავლის ქირის გადასახადისგან. სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს თვეში. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 30 ბავშვი. შესატანი შეადგენს 10 ლარს. სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბავშვები (სულ 24 მოსწავლე) განთავისუფლებულია სწავლის ქირის გადასახადისგან. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასის, მივლინების და სხვა ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი, რომელიც მოიცავს 7 ბიბლიოთეკას, განხორციელდება საბიბლიოთეკო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს სამუსიკო და საცეკვაო წრეებს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მომღერალთა გუნდებს. ცენტრის საკუთარი სახსრებით ფინანსდება ხელფასი და ოფისის ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასის, ოფისის და სხვა მიმდინარე. ქვეპროგრამის ფარგლებში გრანტი მიეცემა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და განხორციელდება თეატრის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პატრიოტთა ბანაკებში ბავშვების მგზავრობის ხარჯები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება და მკურნალობა გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება, ესტრადის მომღერალთა კონცერტის დაფინანსება. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5.0. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ: ა) არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; ბ) დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ე) ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა(06 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის“ დაფინანსებას. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: ა) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ბ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება; გ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; დ) ხანდაზმულთა დახმარება; ე) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; ვ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ზ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; თ) დევნილთა სოციალური დაცვა; ი) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; კ) ომის ვეტერანთა დახმარება; ლ) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება; მ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ნ) მარტოხელა დედებისა და მარტოხელა პირების, ასევე უსახლკარო და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახთა დახმარება; ო) მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარება 5.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიწევა შემდეგი სახით: ა) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ბენეფიციარებს გაეწევათ დახმარება არაუმეტეს 100 ლარის ღირებულების მედიკამენტებით წელიწადში. ბ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება; ბენეფიციარებს დახმარების გაეწევათ შემდეგი წესით: ბ.ა) ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-იანი თანაგადახდით, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. ბ.ბ) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 30%-იანი თანაგადახდით სამკურნალო და სოპერაციო ხარჯების ასანაზღაურებლად. გ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; დახმარება გაიცემა თითოეულ ბენეფიციარზე ყველთვიურად 120 ლარის ოდენობით. დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; დ.ა) შეზრუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირთა კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა. ზემოთაღნიშნულ პირებს დახმარება გაეწევათ სეზონურად 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით. დ.ბ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. 5.2.2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ავღანეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. 5.2.3. უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 150 სოციალურად დაუცველი მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა, რომლებიც განიცდიან უკიდურეს სიდუხჭირეს. 5.2.4. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. დევნილთა სოციალური დაცვა; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა დევნილებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 2. ტერიტორიული მთლიანობისათვი დაღუპულთა ოჯახების დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებს,დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 3. მარჩენალდაკარგულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა მარჩენალდაკარგულ პირს(ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე). წლის განმავლობაში ერთჯერ 100 ლარის ოდენობით. 4. ხანდაზმულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემათ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) ერთჯერადად წელიწადში 500 ლარის ოდენობით. 5.2.5 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 100 ლარი, მესამე შვილის დაბადებისას - 150 ლარი,მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 200 ლარი. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მარტოხელა დედებსა და პირებს, უსახლკარო და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.თითოეულ ბენეფიციარზე დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან შესაბამისი სამუშაოების განხორციელებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, შემდეგი სახით: ა) ერთ და 2-სულიან ოჯახებზე – 100 ლარის ოდენობით; ბ) 3 და 4-სულიან ოჯახებზე – 150 ლარის ოდენობით; გ) 5 და მეტსულიან ოჯახებზე – 200 ლარის ოდენობით.“; 5.2.6. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სტიქიური მოვლენების და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში- გარდაცვლილის ოჯახი. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად. 5.2.7. ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 500 ლარის ოდენობით. ავღანეთის ომის მონაწილეებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს.“ |
ჟ)
დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები