დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016319 |
|
„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 010250020.35.163.016193) კერძოდ:
|
ა) დებულების მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საორგანიზაციო განყოფილება 1. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი. 2. საორგანიზაციო განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების და ფრაქციების ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას; დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს კომისიების, გამგეობის სამსახურების, საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და საკრებულოს სხდომაზე ანგარიშების მომზადებას, მოსმენას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას; ვ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციების, კომისიების და საკრებულოს წევრების დავალებების შესრულებას; ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებას. მუხლი 9. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება 1. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი. 2. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, მომართვების, საჩივრების, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის მიღებას და რეგისტრაციას. მათ დროულად დამუშავებას, შემსრულებლამდე მიწოდებას; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოდან გაგზავნილი წერილების, მიმართვების და სხვა დოკუმენტების რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ადრესატისათვის ჩაბარებას, ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნას, გაგზავნილი წერილების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას და საქმეთა ნომეკლატურის მიხედვით შენახვას არქივში ჩაბარებამდე; გ) ახორციელებს საკრებულოს, ბიუროს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების და სხვადასხვა დოკუმენტაციის საკრებულოს წევრების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნას; დ) ახორციელებს საკრებულოს სხდომის, ბიუროს ოქმების, სამართლებრივი და ნორმატიული აქტების, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმებას და ნორმატიული აქტების საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გადაგზავნას; ე) აწარმოებს საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და აფორმებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის და სხვა დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, ბიუროს, კომისიების და ფრაქციების ოქმების, სამართლებრივი და ნორმატიული აქტების და სხვადასხვა ინფორმაციის ვებგვერზე განთავსებას; ზ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციების, კომისიების და საკრებულოს წევრების დავალებების შესრულებას.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები