„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016639
135
25/05/2016
ვებგვერდი, 25/05/2016
010240030.22.027.016639
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №135

2016 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებას (სსმ, ვებგვერდი, 21.03.2012, 010240030.22.027.016255) დაემატოს შემდეგი შინაარსის 143 პუნქტი:

„143. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელი საიუბილეო დღის აღსანიშნავად, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაიბადნენ 2016 წლის 26 მაისს, გაიცემა ამ ბრძანების 33 პუნქტის პირველი-მე-4 აბზაცების შესაბამისად შესრულებული დაბადების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ორნამენტის გვერდით, ცენტრში, დატანილია ფოლგირებული წარწერა „დაბადების მოწმობა“. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს”, აღნიშნული ტექსტის ქვემოთ კი წითელი ფერის წარწერა: „26 მაისი, 2016 წელი“. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. მეოთხე გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე www.sda.gov.ge”. ყდის პირველი და მეოთხე გვერდები ჩასმულია ვერცხლისფერ ჩარჩოში და მათზე დატანილია მცირე ზომის ორნამენტირებული ელემენტები (დანართი 1)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

დანართი 1

.