ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016197
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
25/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
010250020.35.130.016197
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/05/2016 - 25/04/2018)

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2016 წლის 25 მაისი

ქ. საჩხერე

 

ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16 მუხლის  მე-3  ნაწილის  და  61-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  ნაწილების  საფუძველზე,
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  ორგანიზების წესი თანდართული დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე



დანართი

ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესი


მუხლი 1
ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  ორგანიზების  წესით  რეგულირდება ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების დაგეგმვა და გამართვა.
მუხლი 2
აღნიშნული  წესის  მიზანი  და  ამოცანაა  ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო დღესასწაულების,  ზეიმების  ორგანიზებით,  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  პრესტიჟისა  და ავტორიტეტის  ზრდა,  ეროვნული  მეურნეობის  განვითარებაში,  სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების  გადაჭრაში  მოსახლეობის  ფართო  ფენების  ჩაბმა,  მათი  სტიმულირება,  საჩხერის მუნიციპალიტეტში  აღზრდილი  ერის  წინაშე  ღვაწლმოსილი  ადამიანების  დაფასება  და  მათი ცხოვრება-საქმიანობის წესის მაგალითით მომავალი თაობების აღზრდა.
მუხლი 3
ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახლხო  დღესასწაულები  ტარდება  ყოველწლიურად. კონკრეტული  თარიღი  დგინდება  მუნიციპალიტეტში  არსებული  სიტუაციების  გათვალისწინებით. დღესასწაული  მოიცავს  ხალხური თვითშემოქმედების  საერთო  და  ჟანრობრივ  დათვალიერებებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებს.
მუხლი 4
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  მომზადება-ჩატარებას  უზრუნველყოფს  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგეობა,  რომელიც  ამ  მისიას  ახორციელებს  მისადმი დაქვემდებარებული  სტრუქტურული  ერთეულებისა  და  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ  დაფუძნებული  კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.
მუხლი 5
ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  რეკლამირება  ხდება მუნიციპალიტეტის  ისტორიული  და  თანამედროვე  რეგალიების  გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა)  კომისიასთან შეთანხმებით,  გამოიცემა სასუვენირო  ლიტერატურა,  მზადდება  მედალიონები,  არსდება  სხვადასხვა  შინაარსის  წოდებები, შესაბამისი  ატრიბუტიკა  და  საზეიმო  ვითარებაში  გადაეცემათ  სპეციალური  კომისიის  მიერ შერჩეულ ღვაწლმოსილ პიროვნებებს.
მუხლი 6
ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  დაფინანსების  წყაროა  საჩხერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში  წინასწარ  გათვალისწინებული  თანხები,  მოპოვებული  გრანტები  და საქველმოქმედო თანხები.