დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016036 |
48
27/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
130000000.63.075.016036
,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
|
,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის (სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი) პლანშეტი №2 (საველე-ოპერატიული ქურთუკი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
![]()
პლანშეტი № 2 საველე-ოპერატიული ქურთუკი
საველე-ოპერატიული ზამთრის გრძელმკლავიანი ქურთუკი, მაღალყელიანი, წინაფრიანი საწვიმარი კაპიშონით. შიდა მათბუნებელი სარჩულით. წინ წოდების ამსახველი სპეციალური სამაგრით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები