,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017136
62/ნ
09/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
040030000.22.022.017136
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №62/ნ

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში (სსმ, №154, 25.11.2010) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლ:

ა) პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი)  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.“;

ბ) მე–2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:

,,ი)  უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.

კ)  უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო–კვლევით ღონისძიებებში.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.

ბ)  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.

გ)  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. პირი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

6. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.“ .

3. მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.“.

ბ) მე–2 პუნქტის:

ბ.ა)  ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.“;

ბ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.“.

4. მე-7 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.“.

5. მე-8 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.“.

ბ)  მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

ბ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.“.

6. მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტის:

ა.ა) ,,დ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ)  ,,ზ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.“;

ა.გ) ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.“;

ა.დ) ,,ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:

,,ო1) უფლებამოსილია ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

ბ.ბ) ,,ე“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილების ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.“

9. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.“.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი

1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

2. ცენტრის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 5 წლის ვადით.

3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

4. ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

11. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.      

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა