„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016082
36/ნ
30/05/2016
ვებგვერდი, 01/06/2016
010240070.22.037.016082
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 18/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240070.22.037.016055) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71. მთავარი ბუღალტერი

1. მთავარ ბუღალტერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი ბუღალტერი, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების გარდა:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზებას და კანონით განსაზღვრულ ვადებში ნაერთი ბუღალტრული აღრიცხვის  მომზადებას, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს, სამეურნეო მოვლენათა დროულად აღრიცხვას და დოკუმენტების გაფორმებაზე კონტროლის დაწესებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) და გასაცემლების დროულად დარიცხვისა და გაცემისათვის საჭირო პროცედურებს;

გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის ცალკეულ  მითითებებსა და დავალებებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. მთავარი ბუღალტერი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრინოდარ ჯავახიშვილი