დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 806 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 25/12/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.001.639 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;“.
2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები;
3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლებისა და მეცნიერების;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
გ) ეკონომიკური განვითარების;
დ) ენერგეტიკის;
ე) თავდაცვის;
ვ) იუსტიციის;
ზ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;
თ) ლტოლვილთა და განსახლების;
ი) საგარეო საქმეთა;
კ) შინაგან საქმეთა;
ლ) სოფლის მეურნეობის;
მ) ფინანსთა;
ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“.
4. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
5. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;“.
6. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით.“.
7. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში:
1. განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია.
2. საქართველოს მთავრობამ:
ა) საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებათა პროექტები;
ბ) შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;
გ) განახორციელოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების პროექტი.
3. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შეტანამდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების ასიგნებების მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე.
4. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაუქმებისა და მათში ცვლილებების შეტანის უფლება ენიჭება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს სამინისტროს რეორგანიზაციისათვის აუცილებელი უწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემა და სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№806-რს
დოკუმენტის კომენტარები