ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 855
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021382
  • Word
855
18/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
000000000.00.003.021382
ფიზიკური პირის გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №855

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

ფიზიკური პირის – გოჩა ღვინეფაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიცვალოს „ქ. სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის 460,08 კვ.მ (ყოფილი არქივის შენობა) და მასზე დამაგრებული 282,80 კვ.მ მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №1-1/389 ბრძანების მე-4 პუნქტით დადგენილი საპრივატიზებო პირობები (გარდა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებისა) და განისაზღვროს შემდეგი სახით:

„ქ. სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის 460,08 კვ.მ (ყოფილი არქივის შენობა) და მასზე დამაგრებული 282,80 კვ.მ მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №1-1/389 ბრძანებით გათვალისწინებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, პირადად ან და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, საკვები ობიექტის მოწყობა.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი – გოჩა ღვინეფაძე (პ/ნ: 20001008983) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფიზიკურ პირთა ჯგუფს – გოჩა ღვინეფაძესა და ვანო ცაბუტაშვილს შორის 2007 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი