სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 853
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021353
  • Word
853
18/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
000000000.00.003.021353
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №853

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №54-54ა-ში მდებარე 2470 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართით 94.40 კვ.მ) და №2 (საერთო ფართით 83.34 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.11.001.022), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარად, გადასცეს შპს  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ (ს/კ: 202352514).

2. ამ განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულებით განისაზღვროს, რომ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დაწყების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ შეტყობინების გაგზავნა მიიჩნევა ამავე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლად. შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ვალდებულია, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში გამოათავისუფლოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი