სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021359
  • Word
851
18/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
000000000.00.003.021359
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 8 51

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

     1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში მდებარე უძრავი ნივთები: 15779 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: 1-12 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 51.20.63.212) და 2306 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 51.20.63.211), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს – ეკა კოპალეიშვილს (პ/ნ: 01015023159).

     2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

     ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

     ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში მდებარე ფიზიკური პირის ეკა კოპალეიშვილის (პ/ნ: 01015023159) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე ან/და ამავე უძრავი ნივთების ნაწილზე , პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

     3. ფიზიკური პირი – ეკა კოპალეიშვილი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

     4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი