დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. ლექვინაძის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 844 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021372 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №844
2016 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. ლექვინაძის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სასესხო შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები