დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 843 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021373 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №843
2016 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, 2016 წლის განმავლობაში, გრანტის სახით მიღებული სახსრებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:
ა) საზღვრებს გარეთ ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონების, ეროვნული პროგრამებისა და პროექტების წარდგენისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და მათ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით, მარკეტინგული მომსახურებების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები