დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-9 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 833 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021366 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №833
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-9 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-9 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი .
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები