დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 831 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021364 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №831
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტების მოწონების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 02) სახელმწიფო პროგრამის „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტები:
ა) ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ლევემირი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი – 3 500 (სამი ათას ხუთასი) კარტრიჯი; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი – SPA160009014);
ბ) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ნოვორაპიდი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი – 6 750 (ექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) კარტრიჯი; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი – SPA160010142);
გ) გლუკაგონის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი – GlucaGen® HypoKit® წარმოებული რეკომინანტული დნმ ტექნოლოგიით (1 მგ ფხვნილი ხსნარისთვის, კუნთქვეშა და კანქვეშა საინექციო ფლაკონი + 1 მლ ხსნარი (საინექციო ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი – 900 (ცხრაასი) საინექციო ნაკრები; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი – SPA160009323));
დ) ინსულინის შპრიც-კალმისტრის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი: შპრიც-კალმისტარი NovoPen Echo® Red – 300 (სამასი) ცალი; შპრიც-კალმისტარი NovoPen Echo® Blue – 300 (სამასი) ცალი; CPV კოდი – 33100000 (ელექტრონული ტენდერი – SPA160009091).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები