დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებისა და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 828 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021358 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №828
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებისა და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველსაყოფად, სერტიფიცირების ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისაგან (UNDP) მიიღოს გრანტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები