დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 827 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021357 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდში (Afghan National Army Trust Fund) გადარიცხვის მიზნით, იმ საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ფარგლებში, რომლის თანახმად, საქართველომ, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ფინანსური დახმარების მიზნით, 2015-2017 წლებში, ზემოაღნიშნულ ფონდში უნდა ჩარიცხოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარი.
2. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს დამატებითი თანხის გამოყოფა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული დავალების ფარგლებში გაწეული ხარჯების ოდენობით.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებისას, უზრუნველყონ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გათვალისწინება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
4. გაგრძელდეს 2018-2020 წ.წ. ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდში შესაბამისი ფინანსური კონტრიბუცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები