2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

  • Word
2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 824
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021352
  • Word
824
16/05/2016
ვებგვერდი, 27/05/2016
000000000.00.003.021352
2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №824

2016 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  გამოცხადებული ტენდერების შედეგად 2016 წლის იანვარ-მარტში წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 27 471 603 (ოცდაშვიდი მილიონ ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას სამი) ლარს (დანართი №1).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერების შედეგად 2016 წლის იანვარ-მარტში წარმოქმნილი ეკონომიის ნაწილი 18 000 000 (თვრამეტი მილიონი) ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში, ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისად.

3. უფლება მიეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული თანხის გარდა, გამოცხადებული ტენდერების შედეგად 2016 წლის იანვარ-მარტში წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული ეკონომიის მიმართვის მიზნობრიობა შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

5. უფლება მიეცეთ საქართველოს სამინისტროებს, გარდა ამ განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროებისა, №2 დანართში მითითებული თანხების გამოკლებით, გამოცხადებული ტენდერების შედეგად 2016 წლის იანვარ-მარტში წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი