,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016144
01-100
20/05/2016
ვებგვერდი, 25/05/2016
480040000.22.030.016144
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-100

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შეახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესს 352 მუხლის შემდეგ დაემატოს 353 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,353. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.".

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე