,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017142
68/ნ
10/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
040030000.22.022.017142
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №68/ნ

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2014; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016807) და ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება დირექტორმა უზრუნველყოს 2017 წლის იანვრის ჩათვლით.

3. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2017 წლის იანვრის ჩათვლით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა