„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030010.22.022.017114
42/ნ
20/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
040030010.22.022.017114
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №42/ნ

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სსმ, №8, 23/01/2006) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების:

 

1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

2.  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციისთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ელექტრონულად ასახოს რეგისტრირებული კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემი:

ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

ბ) კანდიდატის დაბადების თარიღი;

გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);

დ) ზოგადი განათლების რომელი საფეხურის რომელი მოსწავლის მშობელია.“.

 

3. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე,  სკოლის დირექცია, საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool)  ამოღებულ მასწავლებელთა სიას.

3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია, საარჩევნო კომისიას აწვდის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool)  ამოღებულ მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.“.

 

4. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191.  არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა

1. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას ხელი შეუწყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების განხორციელებაში.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას გამოუყოს სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული კომპიუტერი.

3. ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით, სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული სახის ბიულეტენის (მასწავლებლის, ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების  მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის) თანამიმდევრობით დანომრვას (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის კუთხეში) და  სკოლის ბეჭდით დამოწმებას.

4. ბიულეტენის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ტოლი.

5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დანომრილი და სკოლის ბეჭდით დამოწმებული  ბიულეტენების საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.“.

 

5.  21-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ  ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს.  ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შესახებ.“.

 

6. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთნაირი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები.“;

 

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ბიულეტენზე ჩაბეჭდილი უნდა იყოს კანდიდატის რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, ხოლო მშობლის ბიულეტენზე ასევე, აღნიშნული უნდა იყოს, ზოგადი განათლების  რომელი საფეხურის მოსწავლის მშობელს წარმოადგენს იგი.“.

 

7.  23-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მშობლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს ამ სკოლაში, ამომრჩეველთა სიაში თითოეული მოსწავლის  გასწვრივ, პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ,  ხელის მოწერით ადასტურებს თითოეული ბიულეტენის მიღებას;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით დაამოწმებს ბიულეტენს.“.

 

8.  27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება შემდეგი სახის ბიულეტენის ნიმუშები:

ა) მასწავლებლის;

ბ) ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის;

გ) ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის;

დ) ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის.";

 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„1 1. . დამტკიცებული ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათი­ლად, თუ:

ა)   ბიულეტენი დამოწმებული არ არის ხელმომწერი საარჩევნო კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.“.

 

9. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება

1. ამ დებულების 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

2. ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი,  ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად საარჩევნო კომისიის მდივანი  რეესტრში ასახავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;

დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებული მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ზ) მიღებულ  ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) ბათილად მიჩნეულ  ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

კ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

ლ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

მ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების ასახვის და საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი რეესტრიდან ბეჭდავს შემაჯამებელი ოქმის იმდენ ეგზემპლარს რამდენიც ესაჭიროება, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, ხოლო მესამე  – შესაბამის სამინისტროს.

5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ყველა ეგზემპლარს. თუ საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.

6. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, რეესტრში ავტომატურად ნაწილდება გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით, რაც ავტომატურად აისახება განკარგულებაში. რეესტრში შესაბამისი მონაცემების საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ამობეჭდავს განკარგულებას  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება იმავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ამობეჭდილი განკარგულების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

9. საარჩევნო კომისიის მდივანი, ვალდებულია ამობეჭდილი და ხელმოწერილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება, ატვირთოს რეესტრის შესაბამის ველში.

10. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა

1. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:

ა) 6 მასწავლებელი;

ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;

გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;

დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.

2. იმ  სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა  უმეტესი ხმების მქონე 6 წევრი შემდეგი პრინციპით:

ა) 3 მასწავლებელი;

ბ) 1 პირველი საფეხურის მშობელი;

გ) 1 მეორე საფეხურის მშობელი;

დ) 1 მესამე საფეხურის მშობელი.

3. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე  12 წევრი შემდეგი პრინციპით:

ა) 6 მასწავლებელი;

ბ) სამ-სამი მშობელი თითოეულ საფეხურზე.

4. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე  8 სამეურვეო საბჭოს წევრი შემდეგი პრინციპით:

ა) 4 მასწავლებელი;

ბ) ორ-ორი  მშობელი თითოეულ საფეხურზე.

5. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება  მხოლოდ ზოგადი განათლების  ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები, აირჩევა  უმეტესი ხმების მქონე  3 მასწავლებელი და 3 მშობელი.

6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება   მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს  500 და მეტი მოსწავლე, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე  6 მასწავლებელი და 6 მშობელი.

7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“;

 

10. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.“;

 

11. 34-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე;“;

 

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საინფორმაციო სისტემას. სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.“;

 

12.    35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია

1. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია ხორციელდება რეესტრში, ამ დებულების 28-ე მუხლის მე -3 პუნქტით  გათვალისწინებული მონაცემების რეესტრში ასახვის შედეგად.

2. კოორდინატორები და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლები  საინფორმაციო სისტემაში და სამინისტროში ინფორმაციას წარადგენენ სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.

3. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.

 

მუხლი 36. არჩევნების შედეგების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება

1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის  საინფორმაციო სისტემის მიერ მათი რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.“;

 

13. 38-ე-41-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;

გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;

დ) მოსწავლეს, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;

ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;

ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.

 

მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს საინფორმაციო სისტემას, მათი რეესტრში ასახვის გზით.

2. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, სამეურვეო საბჭო რეესტრში ასახავს შემდეგ მონაცემებს/დოკუმენტებს:

ა) სამეურვეო საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელსაც ვადამდე უწყდება უფლებამოსილება;

ბ) ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლი;

გ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა რეგისტრირებულად ითვლება რეესტრში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.

4. საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ რეესტრში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა რეესტრში.

5. მონაცემები რეგისტრირდება მათი რეესტრში წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მონაცემები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.

6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის შემთხვევაში, დაუყონებლივ განახორციელოს რეესტრში შესაბამისი მონაცემების ასახვა.

 

მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება

სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლა იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და რეგისტრაციის ავტომატურად გაუქმებას.

 

მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი

1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლა რეესტრში უთითებს იმ კანდიდატს, რომელიც დარჩენილი ვადით იკავებს სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს და ტვირთავს სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ახალი წევრი რეგისტრირებულად ითვლება რეესტრში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.

4. საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, ახალი წევრის რეგისტრაციის შესახებ რეესტრში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა რეესტრში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში,  ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე