დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1000/119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016395 |
|
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის |
საქართველო და ნამიბიის რესპუბლიკა, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა დაკავშირებულ სფეროებში;
დარწმუნებულნი არიან, რომ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და ურთიერთგაგება არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია, საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად; მაშასადამე, იღებენ გადაწყვეტილებას, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად და საკონსულო ურთიერთობები, 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ეფუძნება სახელმწიფოთა შორის სუვერენული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2015 წლის 5 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები