დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016327 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, 04/01/2016; 190020020.35.153.016308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
;“ ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
;“ გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 11 515,9 ათასი ლარის ოდენობით:
;“ დ) დადგენილების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 4 514,8 ათასი ლარის ოდენობით:
;“ ე) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 9 538,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 234,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 484,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
;“ ზ) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
;“ თ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები