დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 20/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016035 |
|
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. წვევამდელი სამსახურში მიიღება სამსახურის უფროსის მიერ ან მასთან შეთანხმებით, იმ თანამდებობაზე, რომელზეც გათვალისწინებული არ არის პირის სამხედრო წოდებით მიღება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. |
2.
ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. სამსახურის იმ თანამდებობაზე, რომელზეც გათვალისწინებულია პირის, როგორც სახელმწიფო სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით მიღება, სამსახურის უფროსის მიერ, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები