„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017121
49/ნ
25/05/2016
ვებგვერდი, 27/05/2016
430210000.22.022.017121
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №49/ნ

2016 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში (სსმ, №149, 04.12.2009წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1.  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

2.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება და საფასური ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება და საფასური“.

4. პირველი პუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დებულება ადგენს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), აკრედიტაციის წესს, პირობებსა და საფასურს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტანდარტების შემოწმების პირობებს; საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს.

2. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისათვის გამოიყენება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება.“;

) მე-5 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) დადგენილი კომპეტენციების განვითარებას.“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1¹. პროგრამის სწავლის შედეგი/შედეგები ორიენტირებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებაზე.“;

ბ.გ) მე-2 პუნქტის:

ბ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამაში განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები და პროგრამაში ჩართვის წინაპირობები.“;

ბ.გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“   ქვეპუნქტი:

„ბ1) პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგზე მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24 ადამიანს, გარდა პროგრამით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა, რა დროსაც, ტრენინგზე მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ადამიანს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლების სხვა მეთოდის შემთხვევაში, პროგრამით განსაზღვრულ მონაწილეთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებს, მეთოდებსა და ფორმატს.“;

ბ.გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამას აქვს სასწავლო გეგმის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ევროპული  კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს.“;

ბ.გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის წესი და პირობები. სერტიფიკატის გაცემის საფუძველია მონაწილის საკონტაქტო საათებზე არანაკლებ 80 პროცენტიანი დასწრება და საბოლოო დადებითი შეფასება.“;

) მე-6 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის:

გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სწავლებას ახორციელებს პირი (შემდგომში – მწვრთნელი), რომელსაც უნდა ჰქონდეს პროგრამის სასწავლო კომპონენტის შესაბამისი აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება, ან პროფესიული განათლება ხელოვნების/სპორტის სფეროში და შესაბამის სფეროში 3 წლიანი აკადემიური, პედაგოგიური და/ან მწვრთნელობის გამოცდილება.”

გ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაწილის დატვირთვა არ აღემატება დღეში 6 საკონტაქტო საათს, ხოლო სამუშაო დღეებში - 4 საკონტაქტო საათს.“;

გ.ა.გ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემუშავებულია სერტიფიკატის გაცემისა და აღრიცხვის წესი;“;

გ.ა.დ)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამის განსახორციელებლად არსებობს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას.“;

გ.ა.ე)  „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) არსებობს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფართი, რომლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წინასწარი წერილობითი შეთანხმება ფართის დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ტრენინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მწვრთნელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებამაც შეიძლება პირდაპირი და უშუალო ზეგავლენა მოახდინოს პროგრამის აკრედიტაციის ან/და პროგრამის განხორციელების პროცესების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.“;

დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის ანოტაცია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით, შესაბამისი ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსის მითითებით;“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამაში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები;“;

დ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის აკრედიტაციის საფასური პროგრამის თითოეული კრედიტისათვის შეადგენს 1000 ლარს.“

) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განცხადების წარმდგენ პირს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“;

) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი“;

) მე-14 მუხლის:

თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

თ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება, თუ პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტებული პროგრამის კრედიტების რაოდენობა. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება 4 წლის ვადით.“;

) მე-15 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4-ით.“;

) მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე