„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 781
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.010.000.05.001.001.633
  • Word
781
23/12/2004
სსმ, 5, 18/01/2005
320.010.000.05.001.001.633
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის „ძ“, „ჰ1“, „ჰ3“–„ჰ7“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-20 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდება-რება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (დაწესებულებას) ან საჯარო სამართლის კორპორაციას. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, „მაუწყებლობის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო აქტები და მათ საფუძველზე მიღებული კომისიის დებულება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

კომისიის ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, მათი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, კომისიის ანგარიშის წარდგენის წესი, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. კომისიის ბიუჯეტი, სალიცენზიო გადასახდელი და რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, აგრეთვე ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. სალიცენზიო გადასახდელი წარმოადგენს სიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად კოდის დროებითი გამოყენებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილ თანხას, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სალიცენზიო გადასახდელის 20% ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანო-ბით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80% გამოიყენება კავშირ-გაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად და ირიცხება ამ მიზნით კომისიის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთ ძირითად წყაროს, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან ხორციელდება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვა. კომისია უფლებამოსილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაუხარჯავი ნაწილი ჩარიცხოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

5. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები ლიცენზიის მფლობელები არიან. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა განი-საზღვრება არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გან-საზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ინფორმაცია კომისიას წარუდგინონ კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

6. რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესახებ კომისია იღებს ნორმატიულ აქტს.“.

5. 23-ე–26-ე და 28-ე–32-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, გარდა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისა, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომი-სიისთვის სათანადო განცხადებისა და ამ კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

7. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიცენზიის მფლობელი თავისი საქმიანობით ხელყოფს პირთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ან საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“;

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 391 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება;

ბ) კომისიის ან თავად ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

2. იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის პირობების იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსობრივ შეცვლას ან სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ახალი ლიცენზიის გაცემა კანონით დადგენილი წესით.“.

9. 411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 411. ურთიერთჩართვისა და დაშვების რეგულირება

კომისია ადგენს და არეგულირებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა ურთიერთჩართვისა და დაშვების პირობებს კავშირ-გაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვისა და ქსელის ელემენტებთან დაშვების შესახებ დებულების საფუძველზე, რომელიც მტკიცდება კომისიის დადგე-ნილებით.“.

10. 42-ე მუხლის 11 პუნქტი და VI1 თავი ამოღებულ იქნეს.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431–433 მუხლები:

     „მუხლი 431. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა

1. ამ კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა მიერ მაუწყებლობის ქსელებისა და საშუალებების შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით გამოყენების დროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირი წერილობით გააფრთხილოს.

2. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირს მის მიერ ამავე პუნქტით განსაზღვრული დენადი ხასიათის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის ან ერთჯერადი ხასიათის ახალი დარღვევის ერთი წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც შეადგენს ამ პირის წლიური შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარს, ან გააუქმოს ნებართვა.

3. კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს წარმოებაში ახალი სანებართვო განცხადება, რომელიც წარადგინა ამ კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრულმა პირმა, ამავე კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

    მუხლი 432. ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვ-რელობის ან ერთჯერადი ხასიათის ახალი დარღვევის ერთი წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც შეადგენს ლი-ცენზიის მფლობელის წლიური შემოსავლის 0,5%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარს.

2. ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ჯარიმა დააკისროს ლიცენზიის მფლობელის წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

3. მხოლოდ კომისიას აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასა და ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე. კომისია უფლე-ბამოსილია განიხილოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხი, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ სანქციის სახით ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია გაფრთხილება და ჯარიმა.

5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა.

6. ცალკეულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია უფლებამოსილია დასკვნისათვის მიმართოს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კონტროლს შესაბამისი კანონის შესრულებაზე. კომისიას დასკვნა უნდა წარედგინოს მიმართვიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში დასკვნის არწარდგენა არ აფერხებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.

7. იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, მისი მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8. კომისია უფლებამოსილია ლიცენზია გააუქმოს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში შეწყვეტის, აგრეთვე ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლის გამო, თუ ამ ვადაში აღმოფხვრილი არ არის კომისიის მიერ მითითებული დარღვევა, აგრეთვე პრაქტიკული საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში არდაწყების გამო.

9. კომისია უფლებამოსილია წარმოებაში არ მიიღოს ახალი სალიცენზიო ან სანებართვო განცხადება, რომელიც ლიცენზიის მფლობელმა წარადგინა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

    მუხლი 433. სანქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

1. გაფრთხილების, დაჯარიმების, აგრეთვე ნებართვის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება იმ პირს, ვის მიმართაც გამოყენებულ იქნა სანქცია.

2. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დადების შესახებ გადაწყვეტილების ლიცენზიის მფლობელისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ლიცენზიის მფლობელის მიერ ჯარიმის დადების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების, აგრეთვე ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეგზავნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს და ქვეყნდება დადგენილი წესით.“.

12. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებიდან (სატელეფონო შეტყობინებიდან) არა უადრეს 3 სამუშაო დღისა, კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის მომსახურების შესახებ, აგრეთვე კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.“.

13. 55-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. კავშირგაბმულობის ოპერატორებთან მომხმარებელთა ანგარიშსწორება მხოლოდ საბანკო ქსელის მეშვეობით განხორციელდეს „სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების ძალაში შესვლიდან 9 თვის შემდეგ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№781–რს