სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1044
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/05/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1044
16/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე  2/1044

 

 

საოქმო განჩინება

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 16 მაისი

. ქუთაისი

 

 კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-, 27-, 30- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით,

 

:

 

1 . სს ,,პანსიონატ მზიურის’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 10 ივნისს, 12.00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3 .    დაევალოს სს ,,პანსიონატ მზიურის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: . ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი                                                                         ნოდარი გიორგიძე